Thumbnail

ნახეთ: ქართულმა მეტალ ჯგუფმა Every Dog Has Its Day კომპოზიცია Lost It All გაავრცელა

სანდრო ცქიტიშვილი პროფილის ფოტო
სანდრო ცქიტიშვილი

ქართულმა მეტალ ჯგუფმა Every Dog Has Its Day ვიდეორგოლთან ერთად ახალი სიმღერა Lost It All გაავრცელა. კომპოზიცია ბენდის სადებიუტო ალბომში Mantra შევა, რომელიც 2018 წლის ბოლომდე გამოიცემა.

კოლექტივი Every Dog Has Its Day 2015 წელს შეიქმნა. ჯგუფის წევრებს სახელწოდება სტივენ კინგის მოთხრობამ "წინააღმდეგობა" შთააგონა. აღსანიშნავია, რომ ამ ზაფხულს მუსიკოსებმა გერმანიაში, Wacken Open Air მეტალ ფესტივალზე დაუკრეს.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული