Thumbnail

ნახეთ: დეტროიტში არეტა ფრანკლინის სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს

ბადრი კობიაშვილი პროფილის ფოტო
ბადრი კობიაშვილი

დეტროიტში მდებარე აფროამერიკელთა ისტორიის მუზეუმში სოულის ლეგენდის, არეტა ფრანკლინის სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს. მომღერლის თაყვანისმცემლებს საკუთარ კერპთან გამომშვიდობება ორი დღის განმავლობაში შეეძლებათ. მუსიკოსს 31 აგვისტოს ვუდლოუნის სასაფლაოზე დაკრძალავენ. 

► არეტა ფრანკლინი 76 წლის ასაკში გარდაიცვალა

► NASA-მ არეტა ფრანკლინის პატივსაცემად ერთ-ერთ ასტეროიდს Aretha უწოდა

► ნახეთ, ვინ იმღერებს არეტა ფრანკლინის დაკრძალვის ცერემონიაზე

ფოტო: Paul Sancya

ფოტო: Paul Sancya

ფოტო: Paul Sancya

ფოტო: Paul Sancya

ფოტო: Paul Sancya

ფოტო: Paul Sancya

არეტა ფრანკლინი 76 წლის ასაკში დეტროიტში, საკუთარ სახლში გარდაიცვალა. მომღერალს 2010 წელს პანკრეასის სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს. 

18 გრემის მფლობელ შემსრულებელს კარიერის განმავლობაში 75 მილიონი ჩანაწერი აქვს გაყიდული. არეტა პირველი ქალია, რომელიც 1987 წელს როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში შეიყვანეს. გამოცემა "როლინგ სთოუნმა" ფრანკლინი ყველა დროის საუკეთესო მომღერლებს შორის პირველ ადგილზე დაასახელა. მუსიკოსს განსაკუთრებული წარმატება სიმღერებმა Respect, Think და I Say a Little Prayer მოუტანა. 

კომენტარები

ბოლოს დამატებული