Thumbnail

LIVE: დეტროიტში არეტა ფრანკლინის დაკრძალვის ცერემონია მიმდინარეობს

ბადრი კობიაშვილი პროფილის ფოტო
ბადრი კობიაშვილი
  • არეტა ფრანკლინი 16 აგვისტოს გარდაიცვალა
  • მომღერალს ვუდლონის სასაფლაოზე დაკრძალავენ

დეტროიტში სოულის ლეგენდის, არეტა ფრანკლინის დაკრძალვის ცერემონია მიმდინარეობს. ცნობილია, რომ მუსიკოსის პატივსაცემად ღონისძიებაზე არიანა გრანდე, სტივი უანდერი, ჩაკა ხანი, ჯენიფერ ჰადსონი, ფეით ჰილი, რონ იზლი და იოლანდა ადამსი იმღერებენ. 

► არეტა ფრანკლინი 76 წლის ასაკში გარდაიცვალა 

► ნახეთ: გარდაცვალებამდე 5 თვით ადრე არეტა ფრანკლინი სახლში კომპოზიციას ასრულებს

► NASA-მ არეტა ფრანკლინის პატივსაცემად ერთ-ერთ ასტეროიდს Aretha უწოდა

მომღერლის სამოქალაქო პანაშვიდი აფროამერიკელთა ისტორიის მუზეუმში 28-30 აგვისტოს მიმდინარეობდა. შემსრულებელს ვუდლოუნის სასაფლაოზე დაკრძალავენ. 

არეტა ფრანკლინი 76 წლის ასაკში დეტროიტში, საკუთარ სახლში გარდაიცვალა. მომღერალს 2010 წელს პანკრეასის სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს. 

18 გრემის მფლობელ შემსრულებელს კარიერის განმავლობაში 75 მილიონი ჩანაწერი აქვს გაყიდული. არეტა პირველი ქალია, რომელიც 1987 წელს როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში შეიყვანეს. გამოცემა "როლინგ სთოუნმა" ფრანკლინი ყველა დროის საუკეთესო მომღერლებს შორის პირველ ადგილზე დაასახელა. მუსიკოსს განსაკუთრებული წარმატება სიმღერებმა Respect, Think და I Say a Little Prayer მოუტანა. 

კომენტარები

ბოლოს დამატებული