Thumbnail

ნახეთ: გაერთიანებული სამეფოს არმიის ბენდმა არეტა ფრანკლინის Respect შეასრულა

გაერთიანებული სამეფოს არმიის ბენდმა ბაკინგემის სასახლეში სოულის ლეგენდის, არეტა ფრანკლინის პატივისცემის ნიშნად, მომღერლის 1967 წლის ჰიტი Respect შეასრულა. 

► არეტა ფრანკლინი 76 წლის ასაკში გარდაიცვალა 

► ნახეთ: გარდაცვალებამდე 5 თვით ადრე არეტა ფრანკლინი სახლში კომპოზიციას ასრულებს

► NASA-მ არეტა ფრანკლინის პატივსაცემად ერთ-ერთ ასტეროიდს Aretha უწოდა

Guards of Buckingham Palace perform tribute to Aretha Franklin

There was a little more soul in the Changing of the Guard at Buckingham Palace this morning. The Band of the Welsh Guards performed a tribute to Aretha Franklin. https://cnn.it/2PTBDDe

Posted by CNN on Friday, August 31, 2018

 

არეტა ფრანკლინი 76 წლის ასაკში დეტროიტში, საკუთარ სახლში გარდაიცვალა. მომღერალს 2010 წელს პანკრეასის სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს. 

18 გრემის მფლობელ შემსრულებელს კარიერის განმავლობაში 75 მილიონი ჩანაწერი აქვს გაყიდული. არეტა პირველი ქალია, რომელიც 1987 წელს როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში შეიყვანეს. გამოცემა "როლინგ სთოუნმა" ფრანკლინი ყველა დროის საუკეთესო მომღერლებს შორის პირველ ადგილზე დაასახელა. მუსიკოსს განსაკუთრებული წარმატება სიმღერებმა Respect, Think და I Say a Little Prayer მოუტანა. 

კომენტარები

ბოლოს დამატებული