Thumbnail

ნახეთ: არიანა გრანდემ არეტა ფრანკლინის დაკრძალვაზე A Natural Woman შეასრულა

პაატა ხარატიშვილი პროფილის ფოტო
პაატა ხარატიშვილი

ამერიკელმა პოპვარსკვლავმა არიანა გრანდემ არეტა ფრანკლინის დაკრძალვის ცერემონიაზე სოულის ლეგენდის ჰიტი (You Make Me Feel Like) A Natural Woman შეასრულა. მის გარდა, გარდაცვლილი მუსიკოსის პატივსაცემად, სტივი უანდერმა, ჯენიფერ ჰადსონმა, რონ იზლიმ და სხვა არტისტებმა იმღერეს.

► არეტა ფრანკლინი 76 წლის ასაკში გარდაიცვალა 

არეტა ფრანკლინი 76 წლის ასაკში დეტროიტში, საკუთარ სახლში გარდაიცვალა. მომღერალს 2010 წელს პანკრეასის სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს. 

 

კომენტარები

ბოლოს დამატებული