Thumbnail

BTS ბილბორდის ალბომების ჩარტს მეორედ ლიდერობს

ბადრი კობიაშვილი პროფილის ფოტო
ბადრი კობიაშვილი

სამხრეთკორეული ბოიბენდი BTS ერთადერთი კეიპოპ კოლექტივია, რომლის ალბომმაც უკვე მეორედ შეძლო Billboard 200-ის ლიდერობის მოპოვება. ჩანაწერი Love Yourself: Answer 24 აგვისტოს გამოვიდა. პირველი კვირის განმავლობაში კი მისი 185,000 ასლი გაიყიდა.

► მოუსმინეთ: BTS-მა ახალი ალბომი Love Yourself: Answer გამოუშვა

► მოუსმინეთ: BTS-ის სიმღერის Idol განახლებულ ვერსიაში რეპერი Nicki Minaj მონაწილეობს

► BTS-მა Taylor Swift-ის რეკორდი გააუმჯობესა

ჯგუფი ბილბორდის ჩარტის სათავეში პირველად მაისში გამოცემული ჩანაწერით Love Yourself: Tear მოხვდა.

აღსანიშნავია, რომ ბოლოს ბილბორდის ჩარტში უცხოენოვანი ალბომი პირველ პოზიციაზე 12 წლის წინ გავიდა. მაშინ ლიდერი Il Divo-ს ნამუშევარი Ancora გახდა.

BTS სეულში 2013 წელს ჩამოყალიბდა. მუსიკოსებს განსაკუთრებული პოპულარობა სიმღერებმა Dope, Fire, DNA და I Need U მოუტანეს. ბენდმა 2018 წლის ბილბორდის მუსიკალურ დაჯილდოებაზე, ნომინაციაში "ხალხის არჩევანი" ზედიზედ მეორედ გაიმარჯვა. კორეელებმა ისეთ არტისტებს აჯობეს, როგორებიც არიან ჯასტინ ბიბერი, არიანა გრანდე და დემი ლოვატო. "ბითიესი" კეიპოპის ისტორიაში პირველი კოლექტივი გახდა, რომელმაც Billboard 200-ისა და Billboard Artist 100-ის პირველი პოზიციების დაკავება შეძლო. 

კომენტარები

ბოლოს დამატებული