Thumbnail

ნახეთ: 6ix9ine-მა სიმსივნით დაავადებულ 5 წლის ბავშვს ბეჭედი და ფული აჩუქა

ბადრი კობიაშვილი პროფილის ფოტო
ბადრი კობიაშვილი

ჰიპ ჰოპ არტისტმა დანიელ ერნანდესმა, ფსევდონიმით Tekashi 6ix9ine, ხუთი წლის თაყვანისმცემელი ფრანკლინი მოინახულა, რომელიც თავის ტვინის სიმსივნითაა დაავადებული. მანამდე მუსიკოსს ერთ-ერთი საქველმოქმედო ორგანიზაციიდან დაუკავშირდნენ და შეატყობინეს, რომ ბიჭუნას უკანასკნელი სურვილი სწორედ მასთან შეხვედრა იყო.

► ნახეთ: რეპერი 6ix9ine მშობლიურ მექსიკას პირველად ესტუმრა და ბავშვებს ფული დაურიგა

სიქსნაინმა, ფრანკლინთან თამაშის შემდეგ, ბავშვს თავისი საყვარელი ბეჭედი და ფული აჩუქა. 

წარმოშობით მექსიკელმა შემსრულებელმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 2012 წელს დაიწყო. რეპერი ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი კომპოზიციით Gummo გახდა. მიმდინარე წლის თებერვალში კი მუსიკოსმა სადებიუტო მიქსტეიპი Day69 გაავრცელა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული