Thumbnail

ნახეთ: მიკ ჯაგერი მსმენელისთვის უცნობ კომპოზიციას ჰარმონიკაზე ასრულებს

პაატა ხარატიშვილი პროფილის ფოტო
პაატა ხარატიშვილი

ლეგენდარული ჯგუფის, The Rolling Stones-ის ფრონტმენი მიკ ჯაგერი ინსტაგრამის პირად გვერდზე ვიდეოს ავრცელებს, რომელშიც მსმენელისთვის უცნობ კომპოზიციას ჰარმონიკაზე ასრულებს. ჩანაწერთან დაკავშირებით მუსიკოსს დეტალური ინფორმაცია არ გაუვრცელებია.

► მოუსმინეთ: სტივენ ტაილერმა the rolling stones-ის სიმღერა brown sugar დააქავერა

ჯაგერმა რამდენიმე თვის წინ აღნიშნა, რომ ბენდისთვის ახალ კომპოზიციებს წერდა.

საკულტო ჯგუფი "როლინგ სთოუნზი" ლონდონში 1962 წელს შეიქმნა და დღემდე 25 სტუდიური ალბომი გამოუშვა. მათ შორის ბოლო ჩანაწერი Blue & Lonesome 2016 წელს გამოიცა. კოლექტივი 1989 წელს როკ-ენ-როლის დიდების დარბაზშიც შეიყვანეს. სხვადასხვა გამოცემამ მუსიკოსები არაერთხელ დაასახელა ყველა დროის საუკეთესო არტისტებისა თუ ჯგუფების ათეულში. აღსანიშნავია ისიც, რომ ბენდის მიერ 2005-07 წლებში გამართული ტურნე, შემოსავლების ჯამური რაოდენობით, ისტორიაში მეორე ადგილს იკავებს. Bigger Bang Tour-მა კოლექტივს 523 მილიონზე მეტი დოლარი მოუტანა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული