Thumbnail

ჟურნალმა Forbes მიმდინარე წლის 20 ყველაზე მაღალანაზღაურებადი ჰიპ ჰოპ არტისტი დაასახელა. გამოცემამ ჩამონათვალის შედგენისას არა მხოლოდ მუსიკალური კარიერიდან, არამედ ბიზნეს საქმიანობებიდან მიღებული შემოსავლებიც გაითვალისწინა.

► 10 ჰიპ ჰოპ არტისტი ძვირადღირებული სამკაულებით

► Forbes-მა 2018 წლის ყველაზე მაღალანაზღაურებადი დიჯეები დაასახელა

სიის სათავეში ლეგენდარული ნიუ იორკელი ბიზნესმენი და რეპერი, შონ კარტერი, იგივე Jay Z მოექცა. არტისტმა მიმდინარე წელს ბიონსესთან ერთად ჩაწერილი ალბომი Everything Is Love გამოუშვა. ამჟამად წყვილი ტურნეს On The Run II მართავს. ამის გარდა, ჯეი ზი მუსიკალური პლატფორმის Tidal, ლეიბლის Roc Nation და სხვა კომპანიების მფლობელია.

მეორე პოზიცია ჰიპ ჰოპ არტისტს, P. Diddy-ს ერგო. სხვა ბიზნესებთან ერთად, რეპერი სასმლის მწარმოებელი ბრენდების Ciroc vodka-ს, DeLeon tequila-ს და Aquahydrate-ის მფლობელია.

წარმატებული ალბომისა და სავსე დარბაზების წყალობით, მესამე ადგილზე თანამედროვე ჰიპ ჰოპის ერთ-ერთი წამყვანი არტისტი, ქენდრიქ ლამარი მოხვდა.

გთავაზობთ სრულ ჩამონათვალს: 

01. Jay-Z ($76.5 მილიონი)
02. Diddy ($64 მილიონი)
03. Kendrick Lamar ($58 მილიონი)
04. Drake ($47 მილიონი)
05. J. Cole ($35.5 მილიონი)
06. Dr. Dre ($35 მილიონი)
06. Nas ($35 მილიონი)
08. Pitbull ($32 მილიონი)
09. Future ($30 მილიონი)
10. Kanye West ($27.5 მილიონი)
11. DJ Khaled ($27 მილიონი)
12. Migos ($24.5 მილიონი)
13. Eminem ($23 მილიონი)
14. Chance The Rapper ($21.5 მილიონი)
15. Travis Scott ($21 მილიონი)
16. Birdman ($20 მილიონი)
17. Lil Uzi Vert ($19.5 მილიონი)
18. Lil Wayne ($19 მილიონი)
19. Logic ($17 მილიონი)
20. Meek Mill ($15 მილიონი)

კომენტარები

ბოლოს დამატებული