Thumbnail

ნახეთ: ტომ უეითსმა კომპოზიცია "ბელა ჩაო" გამოუშვა

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

ლეგენდარულმა ამერიკელმა მუსიკოსმა ტომ უეითსმა და გიტარისტმა მარკ რიბომ ახალი სიმღერა Bella Ciao და მასზე გადაღებული ვიდეორგოლი გაავრცელეს. იტალიური ანტიფაშისტური ფოლკ ბალადის ახალი ვერსია რიბოს მომავალ ალბომში Songs of Resistance 1948 - 2018 იქნება წარმოდგენილი, რომელიც გაყიდვაში 14 სექტემბერს ჩაეშვება. კლიპში დონალდ ტრამპის საწინააღმდეგოდ გამართული ერთ-ერთი აქციის კადრებია გამოყენებული.

"როდესაც ტომს სიმღერის ჩაწერა შევთავაზე, ის მაშინვე დამთანხმდა. მისმა ხმამ კომპოზიციას განსაკუთრებული ჟღერადობა შესძინა. ჩემმა იტალიელმა მეგობრებმა მითხრეს, რომ ტომის ტემბრი საბრძოლო განწყობას შეესაბამება", - აღნიშნა მარკ რიბომ.

ტომას ალან უეითსმა მუსიკალური კარიერა 1971 წელს დაიწყო. მან გრემის პრესტიჟული ჯილდოს მოპოვება ორჯერ მოახერხა. 2010 წელს არტისტი ცნობილმა გამოცემამ Rolling Stone ყველა დროის 100 საუკეთესო სონგრაითერს შორის დაასახელა. 2011-ში კი ტომი როკ-ენ-როლის დიდების დარბაზშიც შეიყვანეს.

კომენტარები

ბოლოს დამატებული