Thumbnail

ქვიზი: რამდენად კარგად იცნობ 2Pac-ს?

ლევან გოგუაძე პროფილის ფოტო
ლევან გოგუაძე

თუფაქ შაკური დღესაც კი ერთ-ერთი ყველაზე გაყიდვადი შემსრულებელია. თუმცა, მისი ცხოვრება სულაც არ ყოფილა ისეთი კარგი და უზრუნველი, როგორიც ზოგიერთს შეიძლება ეგონოს. მუსიკოსი 25 წლის ასაკში მოკლეს, სიცოცხლეში კი მუდმივად რასისტული პრაქტიკისა და ფერადკანიანებთან დაკავშირებული ნეგატიური სტერეოტიპების წინააღმდეგ უწევდა ბრძოლა.

უზარმაზარი წარმატების მიუხედავად, ან იქნებ სწორედ ამის გამო, მას ამერიკული ელიტა დაუპირისპირდა. არტისტს განგსტერული ცხოვრების სტილის რომანტიზაციასა და ძალადობის წახალისებაში დასდეს ბრალი. საქმე იქამდეც კი მივიდა, რომ თუფაქის მუსიკის აკრძალვის მოთხოვნას არაერთი პოლიტიკოსი, მათ შორის ამერიკის მაშინდელი ვიცე-პრეზიდენტი დენ ქუეილიც შეურთდა.

► ნახე სხვა ქვიზები

ბევრს აღარ გავაგრძელებთ. თუ ფიქრობთ, რომ ლეგენდარული ჰიპ ჰოპ არტისტის ბიოგრაფიას საკმარისად კარგად იცნობთ, შეგიძლიათ, ქვიზის შევსებას ახლავე შეუდგეთ.

რა დაარქვა მუსიკოსს დედამ დაბადებისას?

რა დაარქვა მუსიკოსს დედამ დაბადებისას?
ლესანე ფერიშ კრუქსი
თუფაქ ამარუ შაკური
ტრეისი ლორენ მაროუ
ერიკ ლინ რაითი
სწორია!
მართალია, მოგვიანებით დედამ პერუელი რევოლუციონერის პატივსაცემად რეპერს თუფაქ ამარუ დაარქვა, თუმცა, მისი პირველი სახელი ნამდვილად ლესანე ფერიშ კრუქსია.
არასწორია!

ტრეისი ლორენ მაროუ ჰიპ ჰოპ არტისტ Ice-T-ის ნამდვილი სახელია. ახალშობილ შაკურს კი დედამ ლესანე ფერიშ კრუქსი დაარქვა.
არასწორია!
ერიკ ლინ რაითი ჰიპ ჰოპ არტისტ Eazy-E-ს ნამდვილი სახელია. ახალშობილ შაკურს კი დედამ ლესანე ფერიშ კრუქსი დაარქვა.

რომელ ქალაქში დაიბადა თუფაქი?

რომელ ქალაქში დაიბადა თუფაქი?
კომპტონში
ლოს ანჯელესში
ნიუ იორკში
სან ფრანცისკო
არასწორია!
იმის მიუხედავად, რომ თუფაქი კალიფორნიელ რეპერად მიიჩნევა, ის ნიუ იორკში დაიბადა, სადაც 15 წლამდე ცხოვრობდა კიდეც.

იმის მიუხედავად, რომ თუფაქი კალიფორნიელ რეპერად მიიჩნევა, ის ნიუ იორკში, ჰარლემში დაიბადა, სადაც 15 წლამდე ცხოვრობდა კიდეც.
არასწორია!
იმის მიუხედავად, რომ თუფაქი კალიფორნიელ რეპერად მიიჩნევა, ის ნიუ იორკში დაიბადა, სადაც 15 წლამდე ცხოვრობდა კიდეც.

რა ფსევდონიმით დაიწყო რეპერმა მუსიკალური კარიერა?

Makaveli
MC New York
Pac
Black Jesus
არასწორია!
Makaveli ნამდვილად იყო მისი ერთ-ერთი ფსევდონიმი, თუმცა, კარიერის დასაწყისში მუსიკოსს MC New York ერქვა.
სწორია!
კარიერის დასაწყისში მუსიკოსს ნამდვილად MC New York ერქვა.
არასწორია!
თუფაქს მისი სახელის შემოკლებული ვერსია ფსევდონიმად არასდროს გამოუყენებია. კარიერის დასაწყისში კი მუსიკოსს MC New York ერქვა.
არასწორია!
Black Jesus თუფაქის სიმღერის სათაურია და არა მისი ფსევდონიმი. კარიერის დასაწყისში კი მუსიკოსს MC New York ერქვა.

რა ჰქვია თუფაქის სადებიუტო სტუდიურ ალბომს?

Me Against the World
R U Still Down?
2Pacalypse Now
All Eyez on Me
არასწორია!
1991 წელს გამოსულ თუფაქის სადებიუტო ალბომს 2Pacalypse Now ჰქვია.

1991 წელს გამოსულ თუფაქის სადებიუტო ალბომს ნამდვილად 2Pacalypse Now ჰქვია.
არასწორია!
1991 წელს გამოსულ თუფაქის სადებიუტო ალბომს 2Pacalypse Now ჰქვია.

რა ბრალდებით დააკავეს თუფაქი 1993 წლის ოქტომბერში?

იარაღის უკანონო ტარება
პოლიციელების დაჭრა
სექსუალური ძალადობა
"როლექსის" მაღაზიის გაძარცვა
არასწორია!
ამ ბრალდებით თუფაქი არასდროს დაუკავებიათ. 1993 წლის ოქტომბერში თუფაქმა ორი პოლიციელი დაჭრა. თუმცა. მოგვიანებით მას ყველა ბრალდება მოეხსნა. სასამართლომ დაპირისპირებაში დამნაშავედ სამართალდამცველები ცნო.
სწორია!
1993 წლის ოქტომბერში თუფაქმა ორი პოლიციელი დაჭრა. თუმცა. მოგვიანებით მას ყველა ბრალდება მოეხსნა. სასამართლომ დაპირისპირებაში დამნაშავედ სამართალდამცველები ცნო.
არასწორია!
სექსუალური ძალადობის ბრალდებით თუფაქი ნამდვილად იყო დაკავებული, თუმცა, ეს ნოემბერში მოხდა. ოქტომბერში კი თუფაქმა ორი პოლიციელი დაჭრა. მოგვიანებით მას ყველა ბრალდება მოეხსნა, რადგან სასამართლომ დაპირისპირებაში დამნაშავედ სამართალდამცველები ცნო.
არასწორია!
ამ ბრალდებით თუფაქი არასდროს დაუკავებიათ. 1993 წლის ოქტომბერში თუფაქმა ორი პოლიციელი დაჭრა. თუმცა. მოგვიანებით მას ყველა ბრალდება მოეხსნა. სასამართლომ დაპირისპირებაში დამნაშავედ სამართალდამცველები ცნო.

ამერიკის რომელი პრეზიდენტი გააკრიტიკა თუფაქმა 1992 წელს?

დონალდ ტრამპი
ჯორჯ ბუში
რონალდ რეიგანი
ბილ კლინტონი
სწორია!
1992 წელს MTV-ისთვის მიცემულ ინტერვიუში თუფაქმა მდიდარი ადამიანები სიხარბის გამო გააკრიტიკა და ამ თემაზე საუბრისას ერთ-ერთ მაგალითად შეერთებული შტატების ამჟამინდელი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მოიყვანა.

რომელი წიგნის კითხვით ირთობდა თავს თუფაქი ციხეში ყოფნისას?

კარლ მარქსის "კაპიტალი"
ნიცშეს "ასე იტყოდა ზარატუსტრა"
შექსპირის "ჰამლეტი"
ნიკოლო მაკიაველის "მთავარი"
არასწორია!
იმის გათვალისწინებით, რომ ხელოვნების სკოლაში სწავლისას თუფაქი კომუნიზმით დაინტერესდა, სავარაუდოდ, მარქსის "კაპიტალიც" ექნებოდა გადაკითხული. თუმცა, ციხეში ყოფნისას რეპერი თავს მაკიაველის კითხვით იქცევდა. მოგვიანებით კი, სწორედ ამ ავტორის პატივსაცემად დაირქვა Makaveli.
არასწორია!
ციხეში ყოფნისას რეპერი თავს მაკიაველის კითხვით იქცევდა. მოგვიანებით კი, სწორედ ამ ავტორის პატივსაცემად დაირქვა Makaveli.
არასწორია!
შექსპირი თუფაქის უსაყვარლესი მწერალია. თუმცა, ციხეში ყოფნისას რეპერი თავს მაკიაველის კითხვით იქცევდა. მოგვიანებით კი, სწორედ ამ ავტორის პატივსაცემად დაირქვა Makaveli.
სწორია!
ციხეში ყოფნისას რეპერი თავს მართლაც მაკიაველის კითხვით იქცევდა. მოგვიანებით კი, სწორედ ამ ავტორის პატივსაცემად დაირქვა Makaveli.

რომელი ფილმის ქასთინგზე დაიწუნეს თუფაქი?

"არ დაემუქრო სამხრეთ ცენტრალს"
"მაკულატურა"
"ფორესტ გამპი"
"ბრონქსული ისტორია"
არასწორია!
რეპერი ფილმ "ფორესტ გამპის" ქასთინგზე დაიწუნეს. მან ბუბას როლისთვის სინჯები გაიარა. თუმცა, საბოლოოდ მის ნაცვლად სხვა მსახიობი დაამტკიცეს.

დიახ, თუფაქმა ბუბას როლისთვის სინჯები გაიარა. თუმცა, საბოლოოდ მის ნაცვლად სხვა მსახიობი დაამტკიცეს.
არასწორია!
რეპერი ფილმ "ფორესტ გამპის" ქასთინგზე დაიწუნეს. მან ბუბას როლისთვის სინჯები გაიარა. თუმცა, საბოლოოდ მის ნაცვლად სხვა მსახიობი დაამტკიცეს.

ვინ დაადანაშაულა თუფაქმა სტუდია QUAD Recordings-ის შენობაში მასზე მოწყობილ თავდასხმაში, რომლის დროსაც არტისტს 5-ჯერ ესროლეს?

The Notorious B.I.G.
Snoop Dogg
Eazy-E
Ice Cube
სწორია!
თავდასხმის ორგანიზებაში თუფაქმა The Notorious B.I.G. დაადანაშაულა და ლეგენდარული დის-ტრეკი Hit 'Em Up ჩაწერა.

რა პირობა ჩამოართვა შუგ ნაითმა თუფაქს, სანამ მისი ციხიდან გათავისუფლებისთვის სოლიდურ გირაოს გადაიხდიდა?

The Notorious B.I.G-ისთან დაპირისპირებას დაივიწყებდა და ლოს ანჯელესელ რეპერთან ერთად კონცერტს გამართავდა
Death Row Records-ის არტისტი გახდებოდა და მინიმუმ სამ ალბომს გამოუშვებდა
პოლიტიკური განცხადებების კეთებას შეწყვეტდა და მთელს დროს მუსიკის შექმნას დაუთმობდა
თითოეული ალბომის გაყიდვებიდან მიღებული შემოსავლის ნახევარი ნაითს ერგებოდა
არასწორია!
ნაითის პირობის მიხედვით, თუფაქი Death Row Records-ის არტისტი უნდა გამხდარიყო და მინიმუმ სამ ალბომი გამოეშვა. თუმცა, რეპერმა მხოლოდ ორი ალბომის ჩაწერა მოასწრო.
სწორია!
ციხიდან გამოსვლის შემდეგ თუფაქი Death Row Records-ის არტისტი გახდა. თუმცა, რეპერმა მხოლოდ ორი ალბომის ჩაწერა მოასწრო.
არასწორია!
ნაითის პირობის მიხედვით, თუფაქი Death Row Records-ის არტისტი უნდა გამხდარიყო და მინიმუმ სამ ალბომი გამოეშვა. თუმცა, რეპერმა მხოლოდ ორი ალბომის ჩაწერა მოასწრო.
არასწორია!
ნაითის პირობის მიხედვით, თუფაქი Death Row Records-ის არტისტი უნდა გამხდარიყო და მინიმუმ სამ ალბომი გამოეშვა. თუმცა, რეპერმა მხოლოდ ორი ალბომის ჩაწერა მოასწრო.

რას სწავლობდა თუფაქი ბალტიმორის ხელოვნების სკოლაში?

ბალეტს
ფერწერას
ფოტოხელოვნებას
ორიგამის ხელოვნებას
სწორია!
თინეიჯერი თუფაქი "მაკნატუნას" დადგმაში მონაწილეობდა და თაგვების მეფის როლსაც ასრულებდა.

რა ბედი ეწია თუფაქის ფერფლს?

რა ბედი ეწია თუფაქის ფერფლს?
ის ჰიპ ჰოპ კოლექტივ Outlawz-ის წევრებმა მარიხუანასთან ერთად მოწიეს
2017 წელს გამართულ აუქციონზე ის უცნობმა მყიდველმა თუფაქის ინტიმურ ფოტოებთან ერთად შეიძინა
ის მარტინ ლუთერ ქინგის საფლავზე მოაბნიეს
ის თუფაქის დედის ნეშტთან ერთად დამარხეს
სწორია!
ის, რაც დიდი ხნის განმავლობაში ყველას ლეგენდა ეგონა, 2011 წელს Outlawz-ის წევრმა, E.D.I. Mean-მა ვლადიმირ ლიუბოვნისთვის მიცემულ ინტერვიუში დაადასტურა.
არასწორია!
ის, რაც დიდი ხნის განმავლობაში ყველას ლეგენდა ეგონა, 2011 წელს Outlawz-ის წევრმა, E.D.I. Mean-მა ვლადიმირ ლიუბოვნისთვის მიცემულ ინტერვიუში დაადასტურა. ჰიპ ჰოპ კოლექტივის წევრებმა თუფაქის ფერფლი მარიხუანასთან ერთად მოწიეს.

უკეთესადაც შეიძლებოდა!

როგორც ჩანს თუფაქის ბიოგრაფის არც ისე კარგად იცნობ. თუმცა, გულს ნუ დაიწყვეტ, თუ მის შესახებ მეტის გაგება გსურს, შეგიძლია ჩვენი სტატიების კითხვით დაკავდე.

კარგი შედეგია!

როგორც ჩანს, თუფაქის ბიოგრაფიას საკმაოდ კარგად იცნობ. ცოტა მეტი მონდომება და ყველა კითხვაზე სწორ პასუხს გასცემ.

შესანიშნავი შედეგია!

ნამდვილად გაგვაოცე. შენ თუფაქს ისე კარგად იცნობ, თითქოს მასთან მრავალწლიანი მეგობრობა გაკავშირებდა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული