Thumbnail

ნახეთ: რეპერმა Tyga-მ ახალი კომპოზიციები Dip და Swap Meet გაავრცელა

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

ბოლო დროს საგრძნობლად გააქტიურებული კალიფორნიელი ჰიპ ჰოპ არტისტი მაიკლ რეი სტივენსონი, სასცენო სახელით Tyga, მსმენელს ორ ახალ ტრეკს Dip და Swap Meet სთავაზობს. ამ უკანასკნელ კომპოზიციაზე არტისტმა ვიდეორგოლიც გადაიღო.

► ნახეთ: Tyga - Swish 

► ნახეთ: Tyga - Taste Feat. Offset 

მაიკლმა მუსიკალური კარიერა 2000-იან წლებში დაიწყო. მისი წარმატება 2012 წელს ჩაწერილ ალბომს Careless World: Rise Of The Last King უკავშირდება, რომლის ერთ-ერთი მთავარი კომპოზიცია Rack City გახლავთ. მიმდინარე წლის დასაწყისში რეპერმა ბოლო სტუდიური ნამუშევარი Kyoto გაავრცელა.

 

კომენტარები

ბოლოს დამატებული