Thumbnail

ნახეთ: Cher-მა სიმღერაზე SOS ვიდეოკლიპი გადაიღო

ბადრი კობიაშვილი პროფილის ფოტო
ბადრი კობიაშვილი

ამერიკელი მუსიკოსი შერი ლეგენდარული შვედური ჯგუფის, ABBA-ს ჰიტის SOS ქავერ ვერსიაზე გადაღებულ ვიდეოკლიპს ავრცელებს. კომპოზიცია არტისტის რიგით ოცდამეექვსე ალბომში Dancing Queen შევა, რომელიც გაყიდვაში 28 სექტემბერს ჩაეშვება. 

მომავალ სტუდიურ ნამუშევარში ABBA-ს ათი სიმღერის ალტერნატიული ვერსიები გაერთიანდება. შერიმ ჩანაწერის გამოშვება ფილმში Mamma Mia! Here We Go Again! მონაწილეობის შემდეგ გადაწყვიტა. კინოსურათში სწორედ ხსენებული პოპჯგუფის კომპოზიციებს ასრულებენ. 

შერილინ სარქისიანმა, სასცენო სახელით Cher, შემოქმედებითი მოღვაწეობა 1963 წელს დაიწყო. მომღერალი გრემის, ემის, ოქროს გლობუსის, ოსკარისა და კანის კინოფესტივალის ჯილდოების მფლობელია. 100 მილიონი გაყიდული ჩანაწერით ის ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ მუსიკოსად ითვლება. შემსრულებელს განსაკუთრებული პოპულარობა სიმღერებმა Believe და Strong Enough მოუტანა. 

კომენტარები

ბოლოს დამატებული