Thumbnail

მოუსმინეთ: Cher-მა ABBA-ს სიმღერა One of Us დააქავერა

ბადრი კობიაშვილი პროფილის ფოტო
ბადრი კობიაშვილი

ამერიკელი მუსიკოსი შერი ლეგენდარული შვედური ჯგუფის, ABBA-ს 1981 წლის ჰიტის One of Us ქავერ ვერსიას ავრცელებს. კომპოზიცია არტისტის რიგით 26-ე ალბომში Dancing Queen შევა, რომელიც გაყიდვაში 28 სექტემბერს ჩაეშვება. 

► ნახეთ: Cher-მა სიმღერაზე SOS ვიდეოკლიპი გადაიღო

მომავალ სტუდიურ ნამუშევარში ABBA-ს ათი სიმღერის ალტერნატიული ვერსიები გაერთიანდება. მომღერალმა ჩანაწერის გამოშვება ფილმში Mamma Mia! Here We Go Again! მონაწილეობის შემდეგ გადაწყვიტა. კინოსურათში სწორედ ხსენებული პოპჯგუფის კომპოზიციებს ასრულებენ.

შერილინ სარქისიანმა, სასცენო სახელით Cher, შემოქმედებითი მოღვაწეობა 1963 წელს დაიწყო. მომღერალი გრემის, ემის, ოქროს გლობუსის, ოსკარისა და კანის კინოფესტივალის ჯილდოების მფლობელია. 100 მილიონი გაყიდული ჩანაწერით ის ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ მუსიკოსად ითვლება. შემსრულებელს განსაკუთრებული პოპულარობა სიმღერებმა Believe და Strong Enough მოუტანა. 

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული