ლეგანდარული კოლექტივი Pink Floyd ლონდონში 1965 წელს ჩამოყალიბდა და მალევე მუსიკის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ ბენდად იქცა. ჯგუფს სულ 15 სტუდიური ალბომი აქვს გამოშვებული, რომელთაგანაც 5 სხვადასხვა დროს ბილბორდის ჩარტებში პირველ ადგილს იკავებდა. განსაკუთრებით წარმატებული 1973 წელს გამოსული The Dark Side of the Moon გამოდგა, რომელიც Billboard 200-ში რეკორდული დროის, 900-ზე მეტი კვირის განმავლობაში იმყოფებოდა.
ჯგუფის პოპულარობაში არაჩვეულებრივი კომპოზიციების გარდა, დიდი როლი ითამაშა უნიკალურმა ჟღერადობამ, მუსიკალური ექსპერიმენტების სიმრავლემ, ხმის ხარისხმა, ალბომების ინოვაციურმა ყდებმა და, რაღა თქმა უნდა, ალან პარკერის მუსიკალურმა დრამამ Pink Floyd - The Wall.
მოკლედ, ბევრს აღარ გავაგრძელებთ. თუ ფიქრობთ, რომ ამ უკვდავი ბენდის ისტორიას საკმარისად კარგად იცნობთ, შეგიძლიათ, ქვიზის შევსებას ახლავე შეუდგეთ.
რატომ დააარქვეს მუსიკოსებმა საკუთარ ჯგუფს Pink Floyd?

რა ჰქვია Pink Floyd-ის პირველ სინგლს?

ბენდის მეორე სტუდიურ ალბომში A Saucerful of Secrets სიდ ბარეტის დაწერილი ერთადერთი კომპოზიციაა შესული. რა ჰქვია ამ სიმღერას?

1971 წელს რომელ ისტორიულ ადგილზე გადაიღეს Pink Floyd-ის კონცერტი?

Pink Floyd-ის დრამერის, ნიკ მეისონის ხმა ჯგუფის მხოლოდ რამდენიმე ჩანაწერში ისმის. ჩამოთვლილთაგან რომელ კომპოზიციაში შეგიძლიათ მისი მოსმენა?

ჩამოთვლილთაგან რომელ ფილმშია გამოყენებული Pink Floyd-ის მუსიკა?

Pink Floyd-ის რომელი ალბომი ჩაწერეს ბენდის წევრებმა რიჩარდ რაითის გარეშე?

რა განსაკუთრებული მიზნით გამოიყენებოდა ალბომი The Dark Side of the Moon?

ვინ არის Pink Floyd-ის მეექვსე წევრი?

ვინ თამაშობს პინკის როლს ალან პარკერის მუსიკალურ დრამაში Pink Floyd – The Wall?

Pink Floyd-ის რომელი ჩანაწერი იქცა კოსმოსში დაკრულ პირველ როკ ალბომად?

Pink Floyd-თან დაკავშირებული რომელი მნიშვნელოვანი მოვლენა მოხდა 2005 წელს?

უკეთესადაც შეიძლებოდა!
როგორც ჩანს, Pink Floyd-ის ისტორიას არც ისე კარგად იცნობ. თუმცა, გულს ნუ გაიტეხ. თუ ამ ლეგენდარული ბენდის შესახებ მეტის გაგება მოგინდება, შეგიძლია ჩვენი სტატიების კითხვით დაკავდე.
კარგი შედეგია!
როგორც ჩანს, Pink Floyd ძალიან გიყვარს. ცოტა მეტი მონდომება და ყველა კითხვაზე სწორ პასუხს გასცემ.
შესანიშნავი შედეგია!
Pink Floyd-ის ისტორიის უბადლო მცოდნე ხარ. დარწმუნებული ვარ, საკუთარი თავით აქამდეც ამაყობდი, თუმცა, ამიერიდან ზურგს ქვიზის შედეგიც გიმაგრებს!
კომენტარები