Thumbnail

მუსიკოს ნინა სუბლატის 5 საყვარელი სიმღერა. 

5. Deru - Midnight in the Garden With Ghosts

ტრიალ მინდორზე რომ დაწვე და ცოტა ხნით მაინც გონება გაათავისუფლო ფიქრებისგან, იდეებისგან და კონცეფციებისგან, იგრძნობ, როგორ გივლიან მთელ ტანზე პატარა და ნაზი ქარები. ის, რაც აქამდე ვერტიკალურ პოზიციაში გიბერავდა, ხდება ჰორიზონტალური და ძალდაუტანებელი. იგრძნობ, რომ ქარი მიწას დასტრიალებს და ეთამაშება და შენც ამ თამაშის ნაწილი ხდები, პატარა ფორმა ხარ მიწის და ჰაერის გასაყარზე.

4. Massive Attack, Azekel - Ritual Spirit

როცა ამ სიმღერას ვუსმენ, წარმოვიდგენ, რომ მაცვია ტაი ჩის უნიფორმა და მთელი არსებით ვასრულებ 24 ფორმას. სიმღერის დასრულების შემდეგ მივდივარ, ვიცვამ ტაი ჩის ფორმას, ვაჭერ "რეფლაის" და ვაკეთებ 24 ფორმას. სულ ესაა.

3. Phonothek & Cities Last Broadcast - Last Melody 

ფონოტეკი ჩემთვის ყველაზე საამაყო ქართული დარქ ემბიენთ პროექტია და მიხარია, რომ მასთან კავშირში მეც ვარ, თუმცა, არა ამ კონკრეტულ შემთხვევაში. როდესაც თავს ცარიელად ვგრძნობ და მინდა ჩემს სევდას გასაქანი მივცე, ერთ-ერთი ფავორიტი ტრეკია!

2. Biosphere - Kobresia 

ცალკე შემიძლია გავაკეთო "ბიოსფეროს" ტოპ 10 ან სულაც ტოპ 20, მაგრამ ამ ხუთეულისთვის Kobresia შევარჩიე. ეს იმ სიყვარულის საუნდტრეკია, რომელიც ჩემში არსებობს.

1. Dj Krush - Emission Nebula

მზის ჩასვლისთვის რომ სახლში ან სტუდიაში დაბრუნდები, გაქვს ცოტა ოუჯი კუში, ჩილ ატმოსფერო და რამე სასიამოვნო სასმელი. ჩართავ ამ ტრეკს და უბრალოდ მოდუნდები.

კომენტარები

ბოლოს დამატებული