Thumbnail
ფოტო: Indigo

KayaKata-ს წევრმა ზურა ჯიშკარიანმა ლიტერატურულ კონკურსში "საბა" გაიმარჯვა

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

პოპულარული ქართული ჰიპ ჰოპ კოლექტივის, KayaKata-ს წევრი ზურა ჯიშკარიანი პრესტიჟული ლიტერატურული კონკურსის, "საბას" გამარჯვებული გახდა. მისმა რომანმა "საღეჭი განთიადები უშაქროდ" პრემია ნომინაციაში "წლის საუკეთესო ლიტერატურული დებიუტი" მოიპოვა. აღსანიშნავია, რომ ზურა დაჯილდოების ცერემონიას არ დასწრებია.

► KayaKata-ს წევრის, ზურა ჯიშკარიანის რომანმა ლიტერატურულ კონკურსში გაიმარჯვა 

► KayaKata-ს წევრის, ზურა ჯიშკარიანის მაისურმა საზოგადოების ნაწილი გააღიზიანა 

ზურა ჯიშკარიანი სოხუმში დაბადებული მუსიკოსი, მწერალი, პოეტი და პერფორმერია. შემოქმედებითი კარიერის საწყის ეტაპზე არტისტი პროექტებში Mona Liza Overdrive, Eva და Accidental Lover Boyz მონაწილეობდა. ზურამ პოპულარობა 2007 წელს შექმნილ ელექტროპოპ კოლექტივთან Kung Fu Junkie ერთად მოიპოვა. 2016 წელს ჯგუფის ერთ-ერთი დამაარსებლის, თაზო ლიპარტელიანის, იგივე გრინჩის გარდაცვალების შემდეგ კი, ბენდის კიდევ ერთ წევრთან, მაქს მაჩაიძესთან ერთად ჰიპ ჰოპ დუეტი KayaKata შექმნა, რომელიც დღეს ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ქართული პროექტია.

კომენტარები

ბოლოს დამატებული