Thumbnail

ნახეთ: ბრიტნი სპირსი სელენა გომესის სიმღერაზე Bad Liar ვარჯიშობს

ბადრი კობიაშვილი პროფილის ფოტო
ბადრი კობიაშვილი

ამერიკელი სუპერვარსკვლავი ბრიტნი სპირსი ტვიტერზე ვიდეოს ავრცელებს, რომელშიც ის სელენა გომესის სიმღერაზე Bad Liar ვარჯიშობს. 

► ნახეთ: ბრიტნი სპირსმა შაკირას ჰიტზე Chantaje სალსა იცეკვა

► ფოტოგალერეა: Britney Spears-ი ბევერლი ჰილზზე მდებარე სახლს 8,95 მილიონად ყიდის

► ნახეთ: ბრიტნი სპირსს კონცერტის დაწყებამდე ნაყინით აღვიძებენ

"სელენას კომპოზიცია ვარჯიშის დროს ძალიან მეხმარება", - წერს მომღერალი.

აღსანიშნავია, რომ ბრიტნიმ ინსტაგრამზე გომესის ოფიციალური გვერდიც გამოიწერა. მსმენელები ვარაუდობენ, რომ მალე არტისტების ერთობლივ ნამუშევარს მოვისმენთ.

ბრიტნი სპირსმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 1992 წელს დაიწყო. მუსიკოსის პირველი ორი სტუდიური ნამუშევარი კომერციულად იმდენად წარმატებული გამოდგა, რომ არტისტმა ყველა დროის ყველაზე გაყიდვადი თინეიჯერის სტატუსი შეიძინა. გრემის მფლობელ მომღერალს 100 მილიონზე მეტი ჩანაწერი აქვს გაყიდული. ბრიტნის ჰოლივუდის დიდების ხეივანში ვარსკვლავიც გაუხსნეს.

კომენტარები

ბოლოს დამატებული