Thumbnail

ნახეთ: Little Mix-მა და Nicki Minaj-მა ტრეკზე Woman Like Me კლიპი გადაიღეს

ბადრი კობიაშვილი პროფილის ფოტო
ბადრი კობიაშვილი

ბრიტანულმა ჯგუფმა Little Mix სიმღერაზე Woman Like Me გადაღებული კლიპი გაავრცელა. ვიდეოზე ცნობილმა რეჟისორმა მარკ ქლესფილდმა იმუშავა. კომპოზიცია ამერიკელ რეპერ ნიკი მინაჟთან ერთადაა ჩაწერილი. ტრეკი ბენდის რიგით მეხუთე სტუდიურ ალბომში LM5 შევა, რომელიც გაყიდვაში 16 ნოემბერს ჩაეშვება.

ცნობილი მუსიკალური შოუს X Factor გამარჯვებული ჯგუფი 2011 წელს ჩამოყალიბდა. Brit Awards-ის მფლობელ კოლექტივს განსაკუთრებული წარმატება სიმღერებმა Power, Hair და Touch მოუტანა. 

 

კომენტარები

ბოლოს დამატებული