Thumbnail

ნახეთ: გრაიმ არტისტი Skepta კომპოზიციის Pure Water ვიდეორგოლს აქვეყნებს

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

პოპულარული ლონდონელი გრაიმ არტისტი Skepta მსმენელს 15 მაისს გავრცელებულ კომპოზიციაზე Pure Water გადაღებულ ვიდეორგოლს სთავაზობს. ტრეკის ჩაწერა სქეფთამ მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც მიმდინარე წლის აპრილში მშობლიურ აფრიკას, კერძოდ კი ნიგერიას ესტუმრა. ჩანაწერის პროდიუსერი თავად მუსიკოსი გახლავთ.

► ნახეთ: Skepta - Stay With It Ft. Risky Roadz, Suspect & Shailan 

ჯოზეფ ჯუნიორ ადენუგამ, სასცენო სახელით Skepta, შემოქმედებითი მოღვაწეობა 2003 წელს დაიწყო. მუსიკოსის კომერციულად ყველაზე წარმატებული ალბომი Konnichiwa გაყიდვაში 2017 წელს ჩაეშვა. სტუდიური ჩანაწერი ოქროს სტატუსის მფლობელია.

კომენტარები

ბოლოს დამატებული