Thumbnail

ნახეთ: არეტა ფრანკლინის დეტროიტში მდებარე სახლი 800 ათას დოლარად იყიდება

ბადრი კობიაშვილი პროფილის ფოტო
ბადრი კობიაშვილი

ლეგენდარული მუსიკოსის, არეტა ფრანკლინის დეტროიტის გარეუბანში მდებარე სახლი 800,000 აშშ დოლარად იყიდება. 385 კვ.მ. ფართობის შენობაში შვიდი აბაზანა, ხუთი საძინებელი, სამზარეულო და საუნაა განთავსებული. 

► არეტა ფრანკლინი 76 წლის ასაკში გარდაიცვალა

► ნახეთ: გარდაცვალებამდე 5 თვით ადრე არეტა ფრანკლინი სახლში კომპოზიციას ასრულებს

არეტა ფრანკლინი მიმდინარე წლის აგვისტოში 76 წლის ასაკში გარდაიცვალა. მომღერალს 2010 წელს პანკრეასის სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს. 

18 გრემის მფლობელ შემსრულებელს კარიერის განმავლობაში 75 მილიონი ჩანაწერი აქვს გაყიდული. არეტა პირველი ქალია, რომელიც 1987 წელს როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში შეიყვანეს. გამოცემა "როლინგ სთოუნმა" ფრანკლინი ყველა დროის საუკეთესო მომღერლებს შორის პირველ ადგილზე დაასახელა. მუსიკოსს განსაკუთრებული წარმატება სიმღერებმა Respect, Think და I Say a Little Prayer მოუტანა. 

 

კომენტარები

ბოლოს დამატებული