Thumbnail

ნახეთ: EXO-მ ახალი სიმღერა Tempo გაავრცელა

ბადრი კობიაშვილი პროფილის ფოტო
ბადრი კობიაშვილი

სამხრეთკორეული ბოიბენდი EXO ახალი სინგლს Tempo და მასზე გადაღებული ვიდეოკლიპს ავრცელებს. კომპოზიცია ჯგუფის რიგით მეხუთე სტუდიურ ალბომში Don't Mess Up My Tempo შედის, რომელიც გაყიდვაში დღეს ჩაეშვა.

► მოუსმინეთ: EXO ახალი ალბომი Don't Mess Up My Tempo გამოუშვა

► ნახეთ: EXO-ს წევრი სეჰუნი ბრენდის Ermenegildo Zegna ახალი სახეა

► ნახეთ: EXO-ს ლეიმ და ალან უოქერმა Sheep-ის რემიქსზე ვიდეოკლიპი გადაიღეს

სამხრეთკორეული მუსიკალური ტელეარხის Mnet დაჯილდოების თხუთმეტგზის გამარჯვებული ბენდი EXO სეულში 2012 წელს ჩამოყალიბდა და დღეს ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ კეიპოპ პროექტად ითვლება. შარშან კოლექტივმა რიგით მეოთხე სტუდიური ჩანაწერი The War გამოუშვა, რომელმაც 2017 წელს ბილბორდის მსოფლიო ალბომების ჩარტში პირველი პოზიცია დაიკავა. აღსანიშნავია, რომ წელს "ექსომ" სამხრეთ კორეაში, ქალაქ ფიონგჩანგში გამართული ზამთრის ოლიმპიადის დახურვის საზეიმო ცერემონიაზე იმღერა. ბიჭებმა ღონისძიებაზე ჰიტები Growl და Power შეასრულეს.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული