Thumbnail

არეტა ფრანკლინის შესახებ გადაღებული ფილმის პრემიერა 12 ნოემბერს შედგება

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

სოულის ლეგენდის, არეტა ფრანკლინის შესახებ გადაღებული დოკუმენტური ფილმი Amazing Grace 46 წლის შემდეგ დღის სინათლეს იხილავს. სურათში 1972 წელს ლოს ანჯელესის ბაპტისტურ ეკლესიაში გამართული კონცერტის ვიდეოჩანაწერი შევა. 

► არეტა ფრანკლინი 76 წლის ასაკში გარდაიცვალა 

► ნახეთ: არეტა ფრანკლინის დეტროიტში მდებარე სახლი 800 ათას დოლარად იყიდება

► ნახეთ: გარდაცვალებამდე 5 თვით ადრე არეტა ფრანკლინი სახლში კომპოზიციას ასრულებს

ნამუშევრის პრემიერა 12 ნოემბერს ნიუ იორკის დოკუმენტური ფილმების ფესტივალზე შედგება. სურათის ტრეილერი ცოტა ხნის წინ გავრცელდა.

 

არეტა ფრანკლინი 76 წლის ასაკში დეტროიტში, საკუთარ სახლში გარდაიცვალა. მომღერალს 2010 წელს პანკრეასის სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს. 

18 გრემის მფლობელ შემსრულებელს კარიერის განმავლობაში 75 მილიონი ჩანაწერი აქვს გაყიდული. არეტა პირველი ქალია, რომელიც 1987 წელს როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში შეიყვანეს. გამოცემა "როლინგ სთოუნმა" ფრანკლინი ყველა დროის საუკეთესო მომღერლებს შორის პირველ ადგილზე დაასახელა. მუსიკოსს განსაკუთრებული წარმატება სიმღერებმა Respect, Think და I Say a Little Prayer მოუტანა. 

კომენტარები

ბოლოს დამატებული