Thumbnail

ვიქტორია ბექჰემი: Spice Girls-ს წარმატებებს ვუსურვებ

ბადრი კობიაშვილი პროფილის ფოტო
ბადრი კობიაშვილი

ინგლისელი მომღერალი და დიზაინერი ვიქტორია ბექჰემი თავისი ყოფილი ჯგუფის, Spice Girls-ის დაბრუნებას ინსტაგრამის მეშვეობით გამოეხმაურა და ბენდის წევრებს წარმატება უსურვა.

► ნახეთ: Spice Girls ბრუნდება

"გოგონებს ტურნეში მონაწილეობაზე უარი ვუთხარი, თუმცა, Spice Girls ჩემი ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილია. მათ დიდ სიხარულსა და წარმატებებს ვუსურვებ. დარწმუნებული ვარ, თაყვანისცემლებს დაუვიწყარ შოუს შესთავაზებენ", - დაწერა ბექჰემმა.

პოპ ჯგუფმა ბრიტანული ტურნე 5 ნოემბერს დააანონსა. მუსიკოსები კონცერტებს ბექჰემის გარეშე გამართავენ. არტისტები ვიქტორიასთან მოლაპარაკებებს თვეების განმავლობაში აწარმოებდნენ, თუმცა, მისი დათანხმება მაინც ვერ შეძლეს.

"სფაის გერლზი" ბრიტანეთში 1994 წელს ჩამოყალიბდა. 85 მილიონი გაყიდული ალბომით კოლექტივი ყველა დროის ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ ჯგუფად ითვლება. ბოლოს მუსიკოსები ერთად 2012 წელს ლონდონის ოლიმპიადის დახურვის ცერემონიაზე გამოჩნდნენ. პროექტს მსოფლიო პოპულარობა სადებიუტო სინგლმა Wannabe მოუტანა. სიმღერა 1996 წელს გაყიდვებისა და ჰიტ-აღლუმების ლიდერი გახდა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული