Thumbnail

ნახეთ: The Chemical Brothers-ის ახალი კლიპი Free Yourself

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

ბრიტანულმა ელექტრონულმა დუეტმა The Chemical Brothers კომპოზიციაზე Free Yourself გადაღებული მუსიკალური ვიდეო გაავრცელა. 3-წლიანი პაუზის შემდეგ, ეს ტრეკი პროექტის პირველი ნამუშევარია. აღსანიშნავია, რომ ის საქართველოში გამართულ კონცერტზეც შესრულდა.

► ნახეთ: The Chemical Brothers-ის კონცერტი რუსთავში

► ნახეთ: The Chemical Brothers-მა რუსთავში Block Rockin' Beats შეასრულა

► ნახეთ: The Chemical Brothers-მა რუსთავში Hey Boy Hey Girl შეასრულა

The Chemical Brothers ტომ როულანდსმა და ედ საიმონსმა მანჩესტერში 1989 წელს ჩამოაყალიბეს. დუეტმა პოპულარობა მალევე მოიპოვა. კარიერის განმავლობაში მათმა ექვსმა სტუდიურმა ალბომმა ბრიტანულ ჩარტებში წამყვანი პოზიციების დაკავება მოახერხა. ბიგ ბითის პიონერებმა სხვადასხვა დროს გრემის 4 ჯილდო დაიმსახურეს. 2018 წლის 1 სექტემბერს პროექტი საქართველოს ეწვია და რუსთავის ავტოდრომზე კონცერტი გამართა. 

კომენტარები

ბოლოს დამატებული