Thumbnail

ნახეთ: ჯასტინ ბიბერმა ჰეილი ბოლდუინთან ქორწინება დაადასტურა

პაატა ხარატიშვილი პროფილის ფოტო
პაატა ხარატიშვილი

კანადელმა პოპვარსკვლავმა ჯასტინ ბიბერმა ამერიკელ მოდელთან, ჰეილი ბოლდუინთან ქორწინება დაადასტურა. 

ბიბერმა ინსტაგრამზე ჰეილისთან ერთად გადაღებული ფოტო გაავრცელა, წარწერით "ჩემი ცოლი ძალიან მაგარია". პარალელურად, ჰეილიმ ინსტაგრამზე გვარი შეიცვალა და ბოლდუინის ნაცვლად, ჰეილი ბიბერი გახდა. 

► ნახეთ: ჯასტინ ბიბერმა საცოლეს ქუჩაში თავისი ჰიტი Cold Water უმღერა

► Post Malone: ჯასტინ ბიბერის ქორწილში უფასოდ ვიმღერებდი

ჯასტინი და ჰეილი ივლისში დაინიშნენ. მუსიკოსმა გოგონას ხელი ბაჰამის კუნძულებზე, ერთ-ერთ რესტორანში სთხოვა. სექტემბერში კი გავრცელდა ინფორმაცია, რომ ვარსკვლავურმა წყვილმა საიდუმლოდ იქორწინა.

View this post on Instagram

My wife is awesome

A post shared by Justin Bieber (@justinbieber) on

ჯასტინ ბიბერმა შემოქმედებითი კარიერა 2007 წელს დაიწყო. 140 მილიონი გაყიდული ჩანაწერით ის მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ შემსრულებლად ითვლება. მუსიკოსს განსაკუთრებული პოპულარობა სიმღერებმა Love Yourself, Sorry და Baby მოუტანა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული