Thumbnail

The Chemical Brothers-მა ახალი ალბომის No Geography გამოსვლა დააანონსა

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

ბრიტანულმა ელექტრონულმა დუეტმა The Chemical Brothers ახალი, რიგით მე-9 ალბომის No Geography გამოსვლა დააანონსა. ჩანაწერი გაყიდვაში 2019 წლის გაზაფხულზე ჩაეშვება. სტუდიურ ნამუშევარს Virgin EMI Records გამოსცემს. აღსანიშნავია, რომ  3-წლიანი პაუზის შემდეგ, არტისტები ალბომის მხარდასაჭერი ტურნეს ფარგლებში ამერიკაშიც დაუკრავენ.

► ნახეთ: The Chemical Brothers-ის ახალი კლიპი Free Yourself 

► ნახეთ: The Chemical Brothers-ის კონცერტი რუსთავში

► ნახეთ: The Chemical Brothers-მა რუსთავში Hey Boy Hey Girl შეასრულა

The Chemical Brothers ტომ როულანდსმა და ედ საიმონსმა მანჩესტერში 1989 წელს ჩამოაყალიბეს. დუეტმა პოპულარობა მალევე მოიპოვა. კარიერის განმავლობაში მათმა ექვსმა სტუდიურმა ალბომმა ბრიტანულ ჩარტებში წამყვანი პოზიციების დაკავება მოახერხა. ბიგ ბითის პიონერებმა სხვადასხვა დროს გრემის 4 ჯილდო დაიმსახურეს. 2018 წლის 1 სექტემბერს პროექტი საქართველოს ეწვია და რუსთავის ავტოდრომზე კონცერტი გამართა. 

კომენტარები

ბოლოს დამატებული