Thumbnail

მოუსმინეთ: ნიკოლ ატკინსმა და მარკ ლანეგანმა November Rain დააქავერეს

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

ამერიკელმა მუსიკოსებმა ნიკოლ ატკინსმა და მარკ ლანეგანმა ლეგენდარული როკ ჯგუფის, Guns N' Roses-ის ჰიტი November Rain დააქავერეს. კომპოზიცია კოლექტივის მესამე სტუდიურ ალბომში Use Your Illusion I შედის, რომელიც 1991 წელს გამოიცა. აღსანიშნავია, რომ ახალ ნამუშევარში სლეშის გიტარის ის პარტიაა გამოყენებული, რომელიც სიმღერის ავტორისეულ ვერსიაში ჟღერს.

► Guns N' Roses-ის ჰიტმა November Rain იუთუბზე რეკორდი დაამყარა

► მოუსმინეთ: Guns N' Roses-მა November Rain-ის თავდაპირველი, დემო ვერსია გაავრცელა

ნიკოლ ატკინსმა მუსიკალური კარიერა 2002 წელს დაიწყო. არტისტს ამ დრომდე 4 სტუდიური ალბომი აქვს გამოშვებული. მისი ყველაზე ცნობილი ნამუშევრებია The Way It Is და Maybe Tonight.

მარკ ლანეგანმა კი კარიერა 1984 წელს ჯგუფ Screaming Trees-ში მოღვაწეობით დაიწყო. არტისტს 10 სოლო ალბომი აქვს გამოშვებული. ის პოპულარული ბენდის Queens of the Stone Age წევრიც იყო და მათთან ერთად ხუთი სტუდიური ნამუშევარიც ჩაწერა.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული