Thumbnail

ნახეთ: HVL-ის ლაივ სეტი Red Light Radio-ს ეთერში

პაატა ხარატიშვილი პროფილის ფოტო
პაატა ხარატიშვილი

ქართველმა დიჯეიმ და პროდიუსერმა HVL ქუთაისში მდებარე კლუბ "რეფლექტორში", ჰოლანდიური Red Light Radio-ს სთრიმინგის ფარგლებში გამართულ ღონისძიებაზე ლაივ სეტი დაუკრა.

► ნახეთ: სანდრო კოზმანიშვილის ლაივ სეტი Red Light Radio-ს ეთერში

რადიოსადგური ქალაქ ამსტერდამში, წითელი ფარნების კვარტალში, 2010 წელს გაიხსნა და ელექტრონული მუსიკის მსმენელებს ყოველდღიურად ადგილობრივი და საერთაშორისო არტისტების შემოქმედებას აცნობს.

გიგი ჯიქია, იგივე HVL, ქართველმა მსმენელმა 2009 წელს თბილისში შექმნილ ელექტრონულ დუეტში Okinawa Lifestyle მოღვაწეობით გაიცნო. 2013 წელს გერმანულ ლეიბლზე Rough House Rosie მისი სადებიუტო სოლო ჩანაწერი Deep Survey გამოიცა. ამავე წელს ლეიბლმა Voyager მუსიკოსის კიდევ ერთი ნამუშევარი Flats გაავრცელა. მომდევნო წლებში არტისტმა კიდევ რამდენიმე EP გამოუშვა, რომელთა შორის აღსანიშნავია Lucky Star of High Minded, Persona Non Grata და Moon Halo. 2018 წლის ზაფხულში კი ბრიტანულ ლეიბლზე Organic Analogue Records მისი პირველი ალბომი Ostati გამოვიდა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული