Thumbnail

გერმანიაში დაარსებული მუსიკისა და ხელოვნების ფესტივალი CTM მომავალ წელს 20 წლის იუბილეს აღნიშნავს. ღონისძიებას 2019 წლის 25 იანვარს კლუბ Berghain-ში Bassiani-ს შოუქეისი გახსნის. 

► ნახეთ: ქართველმა მუსიკოსებმა Ndrx და Zitto ამსტერდამში ADE-ზე დაუკრეს

საღამოზე ქართველი პროდიუსერები HVL, Kancheli, Zitto და Ndrx, ასევე, დანიელი დიჯეი Anastasia Kristensen, რუსი არტისტი Machine Woman და ირანული პროექტი Temp-Illusion დაუკრავენ. მსმენელების წინაშე აგრეთვე ანონიმური სტუმარი წარდგება.

ფესტივალი CTM სამ თებერვალს დასრულდება. 10 დღის განმავლობაში ღონისძიებაზე, მუსიკალური საღამოების გარდა, ვორქშოფები, დისკუსიები, ინსტალაციების ჩვენება და პრეზენტაციები გაიმართება.

კომენტარები

ბოლოს დამატებული