Thumbnail

ნახეთ: კეიპოპ ბენდმა EXO ახალი სიმღერა Love Shot გამოუშვა

ბადრი კობიაშვილი პროფილის ფოტო
ბადრი კობიაშვილი

სამხრეთკორეული კეიპოპ ჯგუფი EXO ახალ კომპოზიციას Love Shot და მასზე გადაღებულ კლიპს ავრცელებს. სინგლი მუსიკოსების მეხუთე სტუდიური ალბომის Don't Mess Up My Tempo განახლებულ ვერსიაში შედის, რომელიც გაყიდვაში დღეს ჩაეშვა.

► მოუსმინეთ: EXO ახალი ალბომი Don't Mess Up My Tempo გამოუშვა

► ნახეთ: EXO-მ ახალი სიმღერა Tempo გაავრცელა

► ნახეთ: EXO-ს Lay სიმღერაზე Namanana გადაღებულ კლიპს ავრცელებს

ჩანაწერის ფარგლებში კოლექტივმა თაყვანისცემლებს კიდევ ორი ახალი სიმღერა Trauma და Wait შესთავაზა. 

სამხრეთკორეული მუსიკალური ტელეარხის Mnet დაჯილდოების თხუთმეტგზის გამარჯვებული კოლექტივი სეულში 2012 წელს ჩამოყალიბდა და დღეს ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ კეიპოპ პროექტად ითვლება. შარშან EXO-მ რიგით მეოთხე სტუდიური ჩანაწერი The War გამოუშვა, რომელმაც 2017 წელს ბილბორდის მსოფლიო ალბომების ჩარტში პირველი პოზიცია დაიკავა. აღსანიშნავია, რომ წელს ჯგუფმა სამხრეთ კორეაში, ქალაქ ფიონგჩანგში გამართული ზამთრის ოლიმპიადის დახურვის საზეიმო ცერემონიაზე იმღერა. ბიჭებმა ღონისძიებაზე ჰიტები Growl და Power შეასრულეს. 

კომენტარები

ბოლოს დამატებული