Thumbnail

ნახეთ: M.I.A.-მ აქამდე გამოუქვეყნებელ კომპოზიციაზე Reload კლიპი გადაიღო

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

ბრიტანელმა შემსრულებელმა M.I.A.-მ აქამდე გამოუქვეყნებელ კომპოზიციაზე Reload გადაღებული კლიპი გაავრცელა. ტრეკი 2004 წელს ინგლისელ არტისტთან, ჯასტინ ფრიშმანთან ერთად ჩაიწერა. ვიდეორგოლის ავტორებიც თავად მუსიკოსები არიან.

მათჰანგი არულპრაგასამმა, სასცენო სახელით M.I.A., შემოქმედებითი მოღვაწეობა 1999 წელს დაიწყო. 2005 წელს გამოცემულმა სადებიუტო ალბომმა Arular კრიტიკოსების დადებითი შეფასება დაიმსახურა. ცნობილმა ამერიკულმა გამოცემამ Time არტისტი 2009 წელს მსოფლიოს 100 ყველაზე გავლენიან ადამიანს შორის დაასახელა.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული