ქართული კინო ისევე ძველია, როგორც ზოგადად კინემატოგრაფი. პირველი ქართული მხატვრული ფილმი "ქრისტინე" გერმანე გოგიტიძემ და ალექსანდრე წუწუნავამ 1916-1918 წლებში ეგნატე ნინოშვილის ამავე სახელწოდების ნოველის მიხედვით გადაიღეს და ამით ეროვნული კინოხელოვნების საუკუნოვან ისტორიას ჩაუყარეს საფუძველი.
რუსულ ოკუპაციამდე დამოუკიდებელ საქართველოში მხოლოდ ამ ერთი ფილმის გამოშვება მოესწრო, თუმცა, ცენზურის, ბიუროკრატიული დაბრკოლებებისა და სხვა ხელის შემშლელი ფაქტორების მიუხედავად, ეროვნული კინომატოგრაფია საბჭოთა კავშირშიც განვითარდა და ევროპული კინოხელოვნების განუყოფელ ნაწილადაც იქცა.
როგორც ლეგენდარული რეჟისორი ფედერიკო ფელინი აღნიშნავდა, ქართული კინო ფენომენალურია. ამის მიზეზი კი ქართველი რეჟისორებისა და მსახიობების ოსტატობის გარდა, უნიკალურ კულტურაში, ლიტერატურასა და მუსიკაში უნდა ვეძებოთ. მართლაც ძნელია, გულგრილი დარჩე იმ ფილმის მიმართ, რომლის სცენებსაც გია ყანჩელის, ჯანსუღ კახიძის, სულხან ცინცაძისა და სხვა ქართველი კომპოზიტორების შედევრები აფორმებს.
ჩვენი ქვიზი სწორედ ქართულ კინომუსიკას მივუძღვენით. წინ 20 შეკითხვა გელით. ჩართეთ მუსიკა და გამოიცანით, რომელ ფილმში ჟღერს ესა თუ ის კომპოზიცია.
















































































უკეთესადაც შეიძლებოდა!
როგორც ჩანს, ქართული ფილმები დიდად არ გიყვარს. გულს ნუ დაიწყვეტ, შეგიძლია, ბედი სხვა ქვიზებში სცადო!
კარგი შედეგია!
როგორც ჩანს, მახსოვრობაც მშვენიერი გაქვს და ქართული კინო და მუსიკაც ძალიან გიყვარს. აბა, სხვა ქვიზებიც სცადე.
შესანიშნავი შედეგია!
popmusic-ის მთელი გუნდი ამაყობს შენით!
ცოტა ვინმე თუ ახერხებს ამდენ კითხვაზე სწორი პასუხის გაცემას.
კომენტარები