Thumbnail

დეკემბერი: აუცილებლად მოსასმენი 10 კომპოზიცია

გთავაზობთ 2018 წლის დეკემბერში გამოშვებულ, აუცილებლად მოსასმენ 10 კომპოზიციას: 

ნახეთ სრული ფლეილისტი

10. KayaKata - Yoda Feat. Jeronimo

პოპულარულმა დუეტმა KayaKata ახალ ტრეკი Yoda გაავრცელა. კომპოზიციაში ქართული ჰიპ ჰოპის ვეტერანი წარმომადგენელი, ანზორ ჩიხლაძე, იგივე ჯერონიმო მონაწილეობს. ნამუშევრის ინსტრუმენტალის ავტორი კი კვლავინდებურად SABANADZE გახლავთ.

9. American Football - Silhouettes 

ამერიკულმა როკ ჯგუფმა American Football ახალი სიმღერა Silhouettes გაავრცელა. კომპოზიცია მუსიკოსების რიგით მესამე სტუდიურ ალბომში American Football შედის, რომელიც გაყიდვაში 2019 წლის 22 მარტს ჩაეშვება.

8. MokuMoku - Sugar Glider 

ქართულმა ჯგუფმა MokuMoku ახალი ჰიპ ჰოპ კომპოზიცია Sugar Glider და მასზე გადაღებული ვიდეორგოლი გაავრცელა. ტრეკი კოლექტივის რიგით მესამე ალბომში Feast შევა, რომელიც 2019 წელს გამოიცემა. კლიპზე გიორგი ზათიაშვილმა და ბენდის წევრმა, ჯონდო ჯაფარიძემ იმუშავეს.

7. Skyra - Love 

ქართველმა დიჯეიმ და პროდიუსერმა Skyra-მ ახალი ტრეკი Love გაავრცელა. კომპოზიცია EP-ში Milan Tbilisi არის წარმოდგენილი, რომელიც გერმანულმა ლეიბლმა Reclaim Your City 14 დეკემბერს ფირფიტაზე გამოსცა.

6. The Raconteurs - Sunday Driver

10-წლიანი შემოქმედებითი პაუზის შემდეგ, ამერიკული სუპერჯგუფი The Raconteurs მსმენელს ახალი სიმღერით Sunday Driver დაუბრუნდა. კომპოზიცია კოლექტივის მომავალ ალბომში იქნება წარმოდგენილი, რომლის გამოსვლაც 2019 წელს იგეგმება.

5. Travis Scott - The Curse 

იუთუბზე თანამედროვე ჰიპ ჰოპის ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი არტისტის, ტრევის სკოტის აქამდე გამოუქვეყნებელი ტრეკი The Curse გავრცელდა. ჩანაწერი მუსიკოსის 2016 წლის ალბომში Birds In The Trap Sing McKnight უნდა შესულიყო, თუმცა, ის სტუდიურ ნამუშევარში ვერ მოხვდა.

4. Autechre - Sinistrail Sentinel 

ინგლისური ელექტრონული დუეტი Autechre ახალ სინგლს Sinistrail Sentinel ავრცელებს. 11-წუთიანი კომპოზიცია მუსიკოსებმა პროექტ Adult Swim Singles 2018-ის ფარგლებში ჩაწერეს. 

3. 21 Savage - A Lot 

ჰიპ ჰოპ არტისტმა შაია აბრაამ-ჯოზეფმა, ფსევდონიმით 21 Savage, ახალი კომპოზიცია A Lot გაავრცელა. ტრეკი მის ალბომში I Am > I Was შევიდა, რომელიც გაყიდვაში 21 დეკემბერს ჩაეშვა. ნამუშევარში რეპერი J. Cole მონაწილეობს.

2. Helado Negro - Pais Nublado 

ამერიკელი მუსიკოსი ელადო ნეგრო ახალ კომპოზიციას Pais Nublado და მასზე გადაღებულ კლიპს ავრცელებს. სინგლი არტისტის მომავალ სტუდიურ ალბომში This Is How You Smile შევა, რომელიც გაყიდვაში 2019 წლის მარტში ჩაეშვება.

1. Charlotte Gainsbourg - Runaway 

პოპულარულმა მსახიობმა და მუსიკოსმა შარლოტ გენსბურმა პოპულარული ამერიკელი ჰიპ ჰოპ არტისტის, ქანიე ვესთის კომპოზიციის Runaway ქავერ ვერსია გაავრცელა. ტრეკი გენსბურის ახალ სტუდიურ ნამუშევარში Take 2 არის წარმოდგენილი, რომელიც გაყიდვაში 14 დეკემბერს ჩაეშვა. მოსმენის გარდა, კომპოზიციის ცოცხალი შესრულების ვიდეოს ნახვაცაა შესაძლებელი.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული