Thumbnail

ნახეთ: რეპერმა Redman-მა 20 წლის წინ დაკარგული მარიხუანა იპოვა

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

ნიუ ჯერსელმა ჰიპ ჰოპ არტისტმა რეჯინალდ ნოუბლმა, ფსევდონიმით Redman, ოცი წლის წინ დაკარგული მარიხუანის პაკეტები იპოვა. საგულდაგულოდ შენახული მცენარე მუსიკოსის დედამ საკუთარ სახლში აღმოაჩინა. 

► ნახეთ: Redman-მა კომპოზიციაზე Tear It Up გადაღებული ვიდეოკლიპი გაავრცელა

► მოუსმინეთ: Redman - Tear It Up

► მოუსმინეთ: Redman - 1990 NOW

"ეს პაკეტები 20 წლისაა. კონკრეტულად ერთს კი დიდი ისტორია აქვს - Biggie Smalls, Lox, Cam’ron, Lil Cease და Noreaga", - ჩამოთვალა ჰიპ ჰოპ არტისტები აღტაცებულმა რედმენმა.

უცნობია, მოიხმარა თუ არა ნაპოვნი მარიხუანა შემსრულებელმა. ამის შესახებ ვიდეოში მას არაფერი უთქვამს.

რედმენი წარმატებული რეპერი, დიჯეი და მსახიობია. მან შემოქმედებითი მოღვაწეობა 1990 წელს დაიწყო და ამ დრომდე 8 სტუდიური ჩანაწერიც გამოუშვა. სოლო კარიერის გარდა, რეჯინალდმა ლეგენდარული ჰიპ ჰოპ გაერთიანების Wu-Tang Clan ერთ-ერთ წამყვან წევრთან, მეთოდ მენთან ერთად დუეტიც ჩამოაყალიბა. მათი მთავარი მიღწევა კომერციულად მომგებიანი ერთობლივი ნამუშევარი Blackout! გახლავთ. 2001 წელს კოლეგებმა კომედიური ჟანრის პოპულარულ ფილმში How High მთავარი როლებიც შეასრულეს.

კომენტარები

ბოლოს დამატებული