Thumbnail

Spice Girls-ის შესახებ ანიმაციური ფილმი გამოვა

ბადრი კობიაშვილი პროფილის ფოტო
ბადრი კობიაშვილი

ბრიტანული პოპ ჯგუფის, Spice Girls-ის შესახებ ანიმაციური ფილმის შექმნა იგეგმება. ამის შესახებ კოლექტივის მენეჯერმა, სიმონ ფულერმა გამოცემა Billboard-თან ისაუბრა.

► ვიქტორია ბექჰემი: Spice Girls-ს წარმატებებს ვუსურვებ

"ჩვენ არაერთი საინტერესო პროექტის განხორციელებას ვგეგმავთ, მათ შორის, ანიმაციური ფილმის შექმნასაც ვაპირებთ", - განაცხადა ფულერმა, თუმცა, დეტალებზე აღარ უსაუბრია.

წელს "სფაის გერლზი" თაყვანისცემლებს ტურნეს შესთავაზებს. ცნობილია, რომ კონცერტებში მონაწილეობას ბენდის ყოფილი წევრი, ვიქტორია ბექჰემი არ მიიღებს. პირველი შოუ 24 მაისს დუბლინში გაიმართება, უკანასკნელი კი - 15 ივლისს ლონდონში. 

"სფაის გერლზი" ბრიტანეთში 1994 წელს ჩამოყალიბდა. 85 მილიონი გაყიდული ალბომით კოლექტივი ყველა დროის ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ ჯგუფად ითვლება. ბოლოს მუსიკოსები ერთად 2012 წელს ლონდონის ოლიმპიადის დახურვის ცერემონიაზე გამოჩნდნენ. პროექტს მსოფლიო პოპულარობა სადებიუტო სინგლმა Wannabe მოუტანა. სიმღერა 1996 წელს გაყიდვებისა და ჰიტ-აღლუმების ლიდერი გახდა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული