Thumbnail

ნახეთ: Dr. Martens ფეხსაცმელებს Sex Pistols-ის პრინტებით გამოუშვებს

პაატა ხარატიშვილი პროფილის ფოტო
პაატა ხარატიშვილი

კომპანია Dr. Martens ლეგენდარული ბრიტანული ჯგუფის, Sex Pistols-ის პრინტებით სამ ახალ ფეხსაცმელს გამოუშვებს. ახალი მოდელები ბენდის ერთადერთ ალბომში Never Mind the Bollocks, Here's the Sex Pistols შესული კომპოზიციის Pretty Vacant ტექსტითაა გაფორმებული.

► Dr. Martens-ის ფეხსაცმელები ჯგუფების Joy Division და New Order პრინტებით

ფეხსაცმელების დიზაინის ავტორი ბრიტანელი არტისტი ჯეიმი რიდია, რომელმაც 1977 წელს "სექს პისტოლსის" სტუდიური ჩანაწერის გარეკანი შექმნა. კოლექცია გაყიდვაში 1 თებერვალს ჩაეშვება.

ფოტო: Dr. Martens x Sex Pistols 1490, photo courtesy of Dr. Martens

ფოტო: Dr. Martens x Sex Pistols 1461, photo courtesy of Dr. Martens

ფოტო: Dr. Martens x Sex Pistols 1460, photo courtesy of Dr. Martens

Sex Pistols ლონდონში 1975 წელს შეიქმნა. ორი წლის შემდეგ მუსიკოსებმა სადებიუტო სტუდიური ნამუშევარი Never Mind the Bollocks, Here's the Sex Pistols გამოუშვეს, რომელიც მათთვის ერთადერთი აღმოჩნდა. პანკ როკის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი კოლექტივი 1978 წელს დაიშალა. 2006 წელს ჯგუფი როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში შეიყვანეს.

კომენტარები

ბოლოს დამატებული