Thumbnail

ნახეთ: Maggie Rogers-მა Whitney Houston-ის ჰიტი I Wanna Dance With Somebody დააქავერა

ამერიკელი მუსიკოსი მეგი როჯერსი კანადურ რადიოგადაცემას The Strombo Show ესტუმრა. შოუში არტისტმა საკუთარ სიმღერებთან ერთად ლეგენდარული უიტნი ჰიუსტონის ჰიტი I Wanna Dance With Somebody შეასრულა.

კომპოზიცია უიტნიმ 1987 წელს გამოუშვა. სიმღერა მის რიგით მეორე სტუდიურ ალბომში Whitney შედის. ტრეკის დამსახურებით არტისტმა საუკეთესო პოპ შესრულების ნომინაციაში გრემის ჯილდო მოიპოვა.

მეგი როჯერსმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 2012 წელს დაიწყო. მან მიმდინარე წლის იანვარში თაყვანისმცემლებს სადებიუტო ალბომი Heard It in a Past Life შესთავაზა, რომელმაც ბილბორდის ჩარტში მეორე პოზიცია დაიკავა. არტისტს განსაკუთრებული წარმატება სიმღერებმა Alaska, Dog Years და Fallingwater მოუტანა. 

კომენტარები

ბოლოს დამატებული