Thumbnail

ნიუ ჯერსელმა ჰიპ ჰოპ არტისტმა რეჯინალდ ნოუბლმა, ფსევდონიმით Redman, ახალი კომპოზიცია Trap House გამოაქვეყნა. რეპერისთვის უჩვეულო თრეფ ჩანაწერში მისი ახალგაზრდა კოლეგა Kazzie მონაწილეობს. ნამუშევარი ვეტერანი მუსიკოსის მომავალი ალბომის Muddy Waters Too ერთ-ერთი სინგლია.

► ნახეთ: რეპერმა Redman-მა 20 წლის წინ დაკარგული მარიხუანა იპოვა 

► ნახეთ: Redman-მა კომპოზიციაზე Tear It Up გადაღებული ვიდეოკლიპი გაავრცელა 

► მოუსმინეთ: Redman - 1990 NOW

რედმენი წარმატებული რეპერი, დიჯეი და მსახიობია. მან შემოქმედებითი მოღვაწეობა 1990 წელს დაიწყო და ამ დრომდე 8 სტუდიური ჩანაწერიც გამოუშვა. სოლო კარიერის გარდა, რეჯინალდმა ლეგენდარული ჰიპ ჰოპ გაერთიანების Wu-Tang Clan ერთ-ერთ წამყვან წევრთან, მეთოდ მენთან ერთად დუეტიც ჩამოაყალიბა. მათი მთავარი მიღწევა კომერციულად მომგებიანი ერთობლივი ნამუშევარი Blackout! გახლავთ. 2001 წელს კოლეგებმა კომედიური ჟანრის პოპულარულ ფილმში How High მთავარი როლებიც შეასრულეს.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული