Thumbnail

ნოელ გალაჰერი: Sex Pistols-ის Never Mind the Bollocks ყველა დროის საუკეთესო ალბომია

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

ინგლისელმა მუსიკოსმა, ჯგუფ Oasis-ის ყოფილმა წევრმა, ნოელ გალაჰერმა ბრიტანულ Q Magazine-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ ცნობილი პანკ ბენდის, Sex Pistols-ის ერთადერთი ალბომი Never Mind the Bollocks, Here's the Sex Pistols ყველა დროის საუკეთესო ჩანაწერია.

► ნახეთ: Dr. Martens ფეხსაცმელებს Sex Pistols-ის პრინტებით გამოუშვებს

"ორი აზრი არ არის, რომ ყველა დროის საუკეთესო ალბომი Sex Pistols-ის Never Mind the Bollocks, Here's the Sex Pistols-ია. მუსიკის სფეროში მომუშავე ადამიანებმა სწორედ ამ ჩანაწერის გავლენით დაიწყეს მოღვაწეობა. შეუძლებელია, რომ ამის შემდეგ მასზე უკეთესი ნამუშევარი შეიქმნას. ფაქტობრივად, სამეცნიერო ნაშრომია", - აღნიშნა ნოელ გალაჰერმა.

Never Mind the Bollocks, Here's the Sex Pistols ბრიტანულმა ლეიბლმა Virgin Records 1977 წელს გამოსცა. ალბომს, რომელმაც გავლენა არაერთი ჯგუფისა თუ არტისტის შემოქმედებაზე იქონია, ყველა დროის საუკეთესო ჩანაწერებს შორის ხშირად მოიხსენიებენ.

სტუდიურმა ნამუშევარმა გამოსვლისთანავე ხმაური გამოიწვია, რადგანაც სიტყვა Bullocks (სათესლე ჯირკვლები) საზოგადოების ნაწილისთვის შეურაცხმყოფელი აღმოჩნდა. ამის გამო მაღაზიებმა ალბომის გაყიდვაზე უარი თქვეს, მუსიკალურმა ჩარტებმა კი სახელწოდების გრაფა ცარიელი დატოვეს. ჩანაწერმა წლის ყველაზე გაყიდვადი ალბომის სტატუსი დაიმსახურა.

 

კომენტარები

ბოლოს დამატებული