Thumbnail

გერმანული ელექტრონული დუეტი Modeselektor ახალ კომპოზიციას Who ავრცელებს. ჩანაწერში ესტონელი რეპერი ტომას ტამემეტსი, იგივე Tommy Cash მონაწილეობს. ტრეკი ჯგუფის მომავალ, რიგით მეოთხე ალბომში იქნება წარმოდგენილი, რომლის გამოსვლის თარიღიც ამ ეტაპზე უცნობია.

► ნახეთ: Modeselektor-მა სინგლზე Wealth ვიდეოკლიპი გადაიღო

Modeselektor ბერლინში 90-იან წლებში ჩამოყალიბდა. დუეტმა კარიერის განმავლობაში ისეთ არტისტებთან ითანამშრომლა, როგორებიც არიან ბიორკი და ტომ იორკი. 2018 წელს ჯგუფმა თაყვანისცემლებს კომპილაციური ჩანაწერი Modeselektion Vol. 04 შესთავაზა. 

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული