Thumbnail

ნახეთ: XXXTentacion-ის ერთი თვის შვილის ფოტოები

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

გარდაცვლილი მუსიკოსის, ჯასეი ონფროის, იგივე XXXTentacion-ის დედამ, კლეოპატრა ბერნარდმა და არტისტის მეგობარმა, რეპერმა DJ Scheme-მ სოციალურ ქსელში შემსრულებლის ერთი თვის შვილის, გეკიუმის ფოტოსურათები გაავრცელეს.

► ნახეთ: XXXTentacion-ის კომპოზიციაზე Sauce! ანიმაციური კლიპი შექმნეს

► ნახეთ: XXXTentacion-ის შვილის პირველი ფოტო გავრცელდა

რეპერს ვაჟი მეგობარ გოგონასთან, ჯენეზის სანჩესთან შეეძინა. არტისტმა ორსულობის შესახებ მკვლელობამდე ორი კვირით ადრე შეიტყო.

"მე და ტენტასიონი ერთმანეთს 2018 წლის იანვრიდან ვხვდებოდით, თუმცა, მანამდე მას წლების განმავლობაში ვიცნობდი. ჯასეიმ გარდაცვალებამდე ორი კვირით ადრე შეიტყო, რომ შვილი უნდა ჰყოლოდა. როდესაც გეკიუმი გაიზრდება, მოვუყვები, როგორი არაჩვეულებრივი მოგონებები მაკავშირებს მამამისთან. ვეტყვი, როგორ ეყვარებოდა მას ის", - აღნიშნა ჯენეზისმა სატელევიზიო ინტერვიუში.

20 წლის ჯასეი ონფროი, სასცენო სახელით XXXTentacion, 2018 წლის 18 ივნისს გაძარცვის მცდელობისას მოკლეს. რეპერმა შემოქმედებითი კარიერა 2013 წელს დაიწყო. მან გარდაცვალებამდე მხოლოდ ორი ალბომის "17" (2017) და "?" (2018) გამოცემა მოასწრო. ორივე მათგანი დღეს პლატინის სტატუსის მფლობელია. მუსიკოსის წარმომადგენლებმა მესამე სტუდიური ჩანაწერი Skins შარშან, 7 დეკემბერს გაავრცელეს. ამის გარდა, ტენტასიონის სემპლები საკუთარ კომპოზიციებში არაერთმა ცნობილმა არტისტმა გამოიყენა. 

კომენტარები

ბოლოს დამატებული