Thumbnail

ნახეთ: შავი პრინცის 2000 წლის ლაივ-ჩანაწერი გავრცელდა

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

იუთუბზე გარდაცვლილი რეპერის, აკაკი ბაბუნაშვილის, იგივე შავი პრინცისა და მისი ჰიპ ჰოპ გაერთიანების, "ძებნილების" ლაივ-ჩანაწერი გამოქვეყნდა. ვიდეო 2000 წელს, ტელეკომპანია "რუსთავი ორის" გადაცემის "ღამის კურიერი" ფარგლებში, ხმის ჩამწერ სტუდიაში "ქართული ჩანაწერები" გადაიღეს.

► ჰიპ ჰოპ არტისტი შავი პრინცი გარდაიცვალა 

► შავი პრინცი 1971-2019 

► 10 ქართული "კლასიკური" ჰიპ ჰოპ კომპოზიცია 

ვიდეოჩანაწერში შავი პრინცი და "ძებნილების" წევრი, ფრედო კომპოზიციებს "ვერ ვენდობი მას" და "ბიჭი შენ რაღაც გიჭირს" ასრულებენ. რეპერებს აკომპანემენტს ლაივ-ბენდი უწევს, რომლის შემადგენლობაშიც ზაზა ხუბუკელაშვილი (გიტარა), რევაზ ედგარიძე (დრამი) და ლევან დეისაძე (ბას-გიტარა) არიან.

შავი პრინცი 4 თებერვალს ქალაქ ბათუმში გარდაიცვალა. მისი ოჯახის განცხადებით, სიკვდილის მიზეზი თირკმელებთან დაკავშირებული პრობლემები გახდა. 

შავმა პრინცმა მუსიკალური კარიერა 1990-იანი წლების დასაწყისში ქუთაისში დაიწყო. 1993 წელს მან ჰიპ ჰოპ კოლექტივი "ძებნილები" შექმნა, 1999 წელს კი სადებიუტო ალბომი "იძებნება" გამოუშვა. რეპერს პოპულარობა ისეთმა კომპოზიციებმა მოუტანა, როგორებიცაა: "ჩემი ძმები", "შიმშილი", "ბაბე", "შენი მეგობარი ქალი", "მი ბანდიტო", "ავიარე ჩავიარე", "მუღამი მაქვს შენი" და სხვა. არტისტი ასევე ფსევდონიმით Prince P მოღვაწეობდა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული