Thumbnail

ნახეთ: კეიპოპ ჯგუფი BLACKPINK ჟურნალ Billboard-ის ფოტოსესიაში

ბადრი კობიაშვილი პროფილის ფოტო
ბადრი კობიაშვილი

სამხრეთკორეული ჯგუფი BLACKPINK ამერიკული ჟურნალის, Billboard-ის მარტის ნომრის სტუმარია. გოგონების ფოტოები გამოცემის გარეკანსაც დაამშვენებს.

► ნახეთ: აშშ-ში BLACKPINK-ის სატელევიზიო დებიუტი შედგა

► BLACKPINK პირველი კეიპოპ ბენდია, რომელიც ფესტივალ Coachella-ზე იმღერებს

მუსიკოსებს სურათები ფოტოგრაფმა ალექსანდრა გავილემ გადაუღო.

Billboard-მა კოლექტივის თაყვანისცემლებს ლოს ანჯელესში გამართული ფოტოსესიის ამსახველი ვიდეოც შესთავაზა. 

სამხრეთკორეული მუსიკალური ტელეარხის, Mnet-ის დაჯილდოების სამგზის გამარჯვებული ჯგუფი BLACKPINK სეულში 2016 წელს ჩამოყალიბდა. კოლექტივს განსაკუთრებული წარმატება სიმღერებმა Boombayah და As If It's Your Last მოუტანა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული