Thumbnail

ნახეთ: არეტა ფრანკლინზე გადაღებული დოკუმენტური ფილმის თრეილერი

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

სოულის ლეგენდის, არეტა ფრანკლინის შესახებ გადაღებული დოკუმენტური ფილმის Amazing Grace თრეილერი გავრცელდა. სურათი ამერიკის კინოთეატრებში 5 აპრილიდან გავა. ნამუშევარში 1972 წელს ლოს ანჯელესის ბაპტისტურ ეკლესიაში გამართული კონცერტის ვიდეოჩანაწერი იქნება წარმოდგენილი.

► არეტა ფრანკლინი 76 წლის ასაკში გარდაიცვალა

► ნახეთ: გარდაცვალებამდე 5 თვით ადრე არეტა ფრანკლინი სახლში კომპოზიციას ასრულებს

არეტა ფრანკლინი 76 წლის ასაკში დეტროიტში, საკუთარ სახლში გარდაიცვალა. მომღერალს 2010 წელს პანკრეასის სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს. 

18 გრემის მფლობელ შემსრულებელს კარიერის განმავლობაში 75 მილიონი ჩანაწერი აქვს გაყიდული. არეტა პირველი ქალია, რომელიც 1987 წელს როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში შეიყვანეს. გამოცემა "როლინგ სთოუნმა" ფრანკლინი ყველა დროის საუკეთესო მომღერლებს შორის პირველ ადგილზე დაასახელა. მუსიკოსს განსაკუთრებული წარმატება სიმღერებმა Respect, Think და I Say a Little Prayer მოუტანა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული