Thumbnail

ნახეთ: Logic ვიდეორგოლს Do What You Love ავრცელებს

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

ჰიპ ჰოპის ახალი თაობის ერთ-ერთი გამორჩეული წარმომადგენელი, რობერტ ბრაისონ ჰოლი, ფსევდონიმით Logic, მსმენელს 2018 წლის კომპოზიციის Do What You Love ვიდეორგოლით დაუბრუნდა. ჩანაწერში ახალგაზრდა რეპერი 206onyx მონაწილეობს. კლიპი ცნობილი მსახიობის, ჯოზეფ გორდონ-ლევიტის მიერ დაფუძნებული მედიაპლატფორმის, HitRecord-ის გადაღებულია.

► მოუსმინეთ: Logic - Keanu Reeves 

► ნახეთ: Logic - Freestyle Fridays Vol. 4 

► ნახეთ: Logic - Freestyle Fridays Vol. 3 

მერილენდელმა მუსიკოსმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 2010-იან წლებში დაიწყო. ის პოპულარული მიქსტეიპების სერიით Young Sinatra გახდა. 2014 წელს ლოჯიქის სადებიუტო სტუდიური ნამუშევარი Under Pressure გამოვიდა, რომლის ხუთასი ათასზე მეტი ასლია გაყიდული. მისი 2017 წლის ჩანაწერი Everybody გრემის დაჯილდოებაზე "წლის საუკეთესო ჰიპ ჰოპ ალბომის" კატეგორიაში იყო ნომინირებული.  

კომენტარები

ბოლოს დამატებული