Thumbnail

ნახეთ: Lil Wayne დემნა გვასალიას ქურთუკში, რომელსაც "შოთა, ვაჟა, გალაკტიონი” აწერია

ბადრი კობიაშვილი პროფილის ფოტო
ბადრი კობიაშვილი

ამერიკელი ჰიპ ჰოპ არტისტი, დუეინ კარტერი, ფსევდონიმით Lil Wayne, ფესტივალ Pot of Gold 2019-ის ერთ-ერთი ჰედლაინერი იყო. მუსიკოსი შოუზე ქართველი დიზაინერის, დემნა გვასალიას ქურთუკით წარდგა, რომელსაც პოეტების: შოთა რუსთაველის, ვაჟა-ფშაველასა და გალაკტიონ ტაბიძის სახელები აწერია. 

► ნახეთ: Lady Gaga ქართველი დიზაინერის კაბაში გამოწყობილი გამოჩნდა

► პოპვარსკვლავები ქართველი დიზაინერების სამოსითა და აქსესუარებით

ვიდეოში ჯინსის ქურთუკში გამოწყობილი რეპერი მსმენელების წინაშე თავის ჰიტს Lollipop ასრულებს:

🐐🐐LIL WAYNE X LIVE BAND @ Pot of Gold music festival 🤟🏽🤟🏽

Posted by UrbanAZ on Sunday, March 17, 2019

 

სამოსი გვასალიას მიერ დაარსებული ბრენდის, Vetements-ის 2019 წლის გაზაფხული-ზაფხულის კოლექციიდანაა, რომელიც დემნამ შარშან პარიზის მოდის კვირეულზე წარადგინა. ქურთუკს, რომლის ღირებულებაც 2,035 გირვანქა სტერლინგია, სახელოებზე ასევე "სოხუმი" და გალაკტიონის ლექსი "მე და ღამე" აწერია. 

ლილ უეინმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 90-იან წლებში დაიწყო. მისი სადებიუტო ალბომი Tha Block Is Hot 1999 წლის მიწურულს გამოვიდა. არტისტის ყველაზე წარმატებულ ჩანაწერად Tha Carter III ითვლება, რომლის მთავარი კომპოზიცია Lollipop 2008 წლის ყველაზე გაყიდვადი სინგლი გახდა. მუსიკოსის ახალი ნამუშევარი Tha Carter V ჯერ კიდევ 2012 წელს დაანონსდა, მაგრამ სხვადასხვა მიზეზის, მათ შორის Cash Money Records-თან და მის დამფუძნებელ Birdman-თან კონფლიქტის გამო, ალბომმა დღის სინათლე მხოლოდ შარშან, სექტემბერში იხილა. ჩანაწერი ახლა პლატინის სტატუსის მფლობელია.

კომენტარები

ბოლოს დამატებული