Thumbnail

ამერიკელი მუსიკოსი ბრიუს ჰორნსბი ახალ კომპოზიციას Cast-Off ავრცელებს. ჩანაწერში ინდი ფოლკ პროექტის, Bon Iver-ის ფრონტმენი, ჯასტინ ვერნონი მონაწილეობს. სიმღერა ჰორნსბის ალბომში Absolute Zero შევა, რომელიც გაყიდვაში 12 აპრილს ჩაეშვება. ნამუშევარი 10 ტრეკს გააერთიანებს.

ბრიუს ჰორნსბიმ შემოქმედებითი კარიერა 1974 წელს დაიწყო. 1986 წელს მუსიკოსმა საკუთარ ბენდთან, Bruce Hornsby and the Range-თან ერთად სადებიუტო ალბომი The Way It Is ჩაწერა. 1987 წელს ჯგუფმა "ახალი არტისტის" კატეგორიაში გრემის ჯილდო მოიპოვა. 1991 წელს ბრიუსმა The Range-თან მუშაობა დაასრულა, 1998 წელს კი ახალი პროექტი Bruce Hornsby and the Noisemakers ჩამოაყალიბა. მუსიკოსს 6 სოლო სოლო ჩანაწერი აქვს გამოცემული.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული