Thumbnail

Spice Girls-ის Mel B: ჯერი ჰოლიუელთან სექსი ნამდვილად მქონდა

ბადრი კობიაშვილი პროფილის ფოტო
ბადრი კობიაშვილი

ცნობილი ბრიტანული ჯგუფის, Spice Girls-ის წევრი, Mel B გადაცემა Good Morning Britain-ს ესტუმრა. კითხვაზე, ადასტურებს თუ არა 90-იანებში გავრცელებულ ჭორს, რომ ბენდის ჟღალთმიან წევრთან, ჯერი ჰოლიუელთან სექსი ჰქონდა, შოუს წამყვანს, პირს მორგანს მომღერალმა თავი დაუქნია.

► Spice Girls-ის შესახებ ანიმაციური ფილმი გამოვა

► ვიქტორია ბექჰემი: Spice Girls-ს წარმატებებს ვუსურვებ

"ჯერი მომკლავს, როდესაც ამას გაიგებს. ახლა თავის ქმართან ერთად ცხოვრობს. მას საოცარი მკერდი ჰქონდა. ეს მხოლოდ ერთხელ მოხდა. მეტი არაფერი ყოფილა. ჩვენ საუკეთესო მეგობრები ვიყავით", - გაიხსენა არტისტმა. 

"სფაის გერლზი" ბრიტანეთში 1994 წელს ჩამოყალიბდა. 85 მილიონი გაყიდული ალბომით კოლექტივი ყველა დროის ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ ჯგუფად ითვლება. ბოლოს მუსიკოსები ერთად 2012 წელს ლონდონის ოლიმპიადის დახურვის ცერემონიაზე გამოჩნდნენ. პროექტს მსოფლიო პოპულარობა სადებიუტო სინგლმა Wannabe მოუტანა. სიმღერა 1996 წელს გაყიდვებისა და ჰიტ-აღლუმების ლიდერი გახდა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული