Thumbnail

ჯიმ ჯარმუშის ახალ ფილმში Iggy Pop, Tom Waits, RZA და Selena Gomez მონაწილეობენ

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

ცნობილი ამერიკელი რეჟისორის, ჯიმ ჯარმუშის ზომბებზე გადაღებული ფილმი The Dead Don't Die კინოგაქირავებაში 14 ივნისს ჩაეშვება. სურათში მონაწილეობას მუსიკოსები იგი პოპი, ტომ უეითსი, სელენა გომესი, RZA და სხვები მიიღებენ.

► მოუსმინეთ: ჯიმ ჯარმუშმა და ჯოზეფ ვისემმა კომპოზიცია Concerning the White Horse გაავრცელეს

ნამუშევრის რეჟისორი და სცენარის ავტორი თავად ჯარმუშია. მაყურებელი ფილმში, მუსიკოსების გარდა, ცნობილ მსახიობებს: ტილდა სუინტონს, სტივ ბუშემს, ბილ მიურეის, ადამ დრაივერსა და სხვებს იხილავს.

ჯიმ ჯარმუშს ზემოხსენებული მუსიკოსების ნაწილთან წარსულშიც უთანამშრომლია. იგი პოპმა რეჟისორის 1996 წლის ფილმში Dead Man ითამაშა, ტომ უეითსმა კინოსურათში Down by Law, რეპერმა RZA-მ კი Ghost Dog: The Way of the Samurai-ში. ამის გარდა, უეითსი და იგი პოპი ერთად მონაწილეობენ ჯარმუშის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ნამუშევარში "ყავა და სიგარეტი".

აღსანიშნავია, რომ 8 თებერვალს ჯიმმა და ჰოლანდიელმა მებარბითემ, ჯოზეფ ვან ვისემმა ერთობლივი ექსპერიმენტული ალბომი An Attempt to Draw Aside the Veil გაავრცელეს.

კომენტარები

ბოლოს დამატებული